დღეს, ადრე დილით , პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ოფისის ფანჯრებზე დაუდგენელმა პირებმა ცოცხები მიამაგრეს. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის ოფისის ღია არ იყო.
ფლობდნენ თუ არა ინფორმაციას ამის შესახებ, "გურია ნიუსმა" კომენტარისთვის "ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარეს დავით დარჩიას მიმართა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
" არ ვიცოდი ეს ამბავი, ჩვენთან რატომ გააკრეს ცოცხები? მისამართი შეშლიათ, ვისთანაც უნდა გაეკრათ, ეს ყველამ კარგად იცის, გასაგებია, მაგრამ ვისი გაკეთებულიცაა ცხადია", – განაცხადა დარჩიამ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადი ამ დრომდე არ შესულა. – მაგრამ, რადგან ინფორმაცია მედიის საშუალებით გავრცელდა, სამართალდამცავები მივლენ ადგილზე და გაერკვევიან რა სახის კანონდარღვევაა სახეზე, – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსანსახურში