რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე მოქალაქე მაღლაქველიძეს დასწრების უფლება მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ მისცა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მაღლაქველიძე წინა სასამართლო პროცესზე გაძევებულ იქნა დარბაზიდან, რისი მიზეზიც მისი ემოციური გამოსვლა და პროცესისთვის ხელშეშლა იყო.
მაღლაქველიძეს დარბაზი მანდატურებმა დაატოვებინეს. მოსამართლის თქმით, მას რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის დასრულებამდე მასზე დასწრების უფლება არ აქვს.