ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, საპაექრო ეტაპზე ყველა მტკიცებულებას მიუთითებს, რა გააკეთა ხალვაშმა რუსთავი 2-ისთვის. სალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: "საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე – ქონების დაბრუნების და ხელშეკრულებების ბათილობის ნაწილში გადაწყვეტილება მიიღოს."
სასამართლომ უკვე მოუსმინა რუსთავი 2-ის, ტელეკომპანია "საქართველოსა" და ჰაიდელბერგცემენტის წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს. რაც შეეხება "ჯეოტრანსს," მისი წარმომადგენელი არცერთ პროცესზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.