ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა შესრულებულია. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხალვაშს, ხვალ, 11:00 საათზე შეხვდება.
ქიბარ ხალვაში "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მარგველაშვილთან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი:
"მინდა, ამ უსამართლობებზე ველაპარაკო და დახმარება ვთხოვო. მარტო ყარამანიშვილის პრეზიდენტი ხომ არ არის?! მით უმეტეს მე ავირჩიე და დარწმუნებული ვარ ყარამანიშვილმა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა",_ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ქიბარ ხალვაშმა.




































































