"მე ზუსტად ვიცი, რომ არ დავიკიდებ" – ასეთი პასუხი გასცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს სტალინის სურათის ოთახში დაკიდებასთან დაკავშირებით.
მანანა კობახიძის ამ განცხადებამ მედიის წარმომადგენლები გაახალისა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, გოგი თოფაძის განცხადებით, იოსებ სტალინი ქვეყნისთვის საამაყო პირია.
მისი თქმით, სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება და მის ამ პოზიციას, მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ.




































































