"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძისა და დოლიძის ქუჩების კვეთაში უსაფრთხოების კუნძულების მოწყობისა და გზაგამყოფის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს გაფორმდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქალაქის ეს მონაკვეთი ვიზუალურად უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდება.
მოხდება თუ არა გზის დავიწროება, ამ კითხვასთან დაკავშირებით, პრესსამსახურში ასეთი კომენტარი გააკეთეს:
"გზაგამყოფის მოწყობის შედეგად, გზის სავალი ნაწილი უმნიშვნელოდ შემცირდება. ხსენებული პროექტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ფეხით მოსიარულეთა საკითხს.
გზაგამყოფის მოწყობის სამუშაოები, ხელშეკრულების პირობების თანახმად, მიმდინარე წლის დეკემბრამდე დასრულდება."































































