საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მხარდამჭერები ქართულ საზოგადოებაში აღარ ჰყავთ და ცდილობენ, ხალხზე ზეგავლენა ამერიკისა და ევროპოს დახმარებით მოახდინონ.
"კეთილი ინებეთ და მიეჩვიეთ, რომ ყველაფერი ერთი კაცის ხელში ვეღარ იქნება. ვერ გაიგეს, რომ ვეღარ იძალადებენ, მხოლოდ კანინი იძალადებს. ამ პროცესებს შეეჩვიეთ. ქართულ საზოგადოებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მხარდამჭერები აღარ ჰყავთ. ყველამ გაიგო რომ ცრუობენ, ძალადობენ. ახლა გარეთ გადიან იქედან ცდილობენ ყვირილს და იქ ამას, საუბედუროდ, ადრეც ახერხებდნენ.
მე პირადად პრემიერ-მინისტრობის დროს 90% დროს და ენერგიას იმაში ვხარჯავდი, რომ სააკაშვილმა და ამ გუნდმა საოცარი დემოკრატიის აღმშენებლობა გააფორმეს საზღვარგარეთ. ამ დროს წამებები ხდებოდა, მთელი საქართველო ციხეში იყო, საზოგადეობა დათრგუნული მათი ზალადობით, ადამიანის უფლებები ნულს ჩვემოთ იყო ჩამოსული და ამას აფორმებდნენ ვითომ დემოკრატიის შუქურაა საქართველო. ეს იყო მთელი ჩვენი უბედურება და ამას ვიმკით დღესაც. დღეს იმის გაფორმება გინდათ, თითქოს მთავრობა თავისუფალ მედიაზე ძალადობს და ამაში საზღვარგარეთის დახმარების მოპოვებას ცდილობთ", _ განაცხადა ივანიშვილმა.