ყოფილი პატიმარის გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, ინვალიდის ეტლს გლდანის ციხის თანამშრომლების წამების შედეგად მიეჯაჭვა. მისივე თქმით, 2011 წელს, მასზე ციხის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ვიქტორ ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით ძალადობდნენ.
წამების შემდეგ კი ყოფილი პატიმარი ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ჯანმრთელობის გაუარესებისთვის განზრახ არასწორი ინექციები გაუკეთეს:
"3-4 გრამს მიკეთებდნენ, ეს მაშინ, როცა 1 გრამიც კი არ შეიძლებოდა. გამოიწვია დამბლა, აღარც მეტყველება მქონდა, აღარც აზროვნება. ორგანიზმს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. მცემდნენ ადმინისტაციის კორპუსში“, _ ამბობს გადაცემა 20/30-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გოგლიჩიძე.
მისივე თქმით, ციხეში მასზე პროკურატურის დავალებით ძალადობდნენ, რათა აღიარებითი ჩვენება მიეღოთ, ხელი სხვა პიროვნებისთვის დაედო და ამაში ანტიკორუფციული საბჭოს მაშინდელ ხელმძღვანელს, ჯარჯი წიკლაურს ადანაშაულებს, რომელიც ახლა სპიკერი პროკურორია, მაშინ კი გამომძიებელი იყო.