რაგბის მსოფლიო თასის ოფიციალურმა საიტმა www.rugbyworldcup.com-მა დღეს ძალზე სასიამოვნო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო 15 მორაგბეს შორის – ჩემპიონატის „დრიმ თიმში“ მოხვდა. მსოფლიო თასის სიმბოლური ნაკრები როგორც მოსალოდნელი იყო მეტწილად ახალ ზელანდიელებით არის დაკომპლექტებული, რომელთა წარმომადგენელი დენ კარტერი ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
ორმაგად საამაყოა ის ფაქტი, რომ ჩემპიონატის „დრიმ თიმში“ გორგოძის ჩათვლით, მხოლოდ ორი ევროპელი მოხვდა. მათ შორის კი არცერთი ირლანდიელი, უელსელი, ინგლისელი და ფრანგი არ გახლავთ. სიმბოლურ ნაკრებში ევროპის „ბობოლა“ ნაკრებების მოთამაშეებიდან, მხოლოდ შოტლანდიელი გრეგ ლაიდლოუ შეიყვანეს.
ვულოცავთ მამუკა გორგოძეს და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას.
Developed By Web Features 2023 © All rights reserved