"ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჟურნალისტებს, იმოქმედონ, როგორც კატალიზატორები და მოახდინონ სისხლიანი რევოლუცია საქართველოში." _ ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული ვებ გვერდი uarevo.in.ua სტატიას.
სტატიას თან ახლავს აუდიო ფაილები, რომელშიც გამოცემის ინფორმაციით ნიკა გვარამიას და სოფო ნიჟარაძის საუბარებია ასახული.
სავარაუდოდ, სააკაშვილის და ნიჟარაძის საუბარს, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
მიხეილ სააკაშვილი: ეხლა ვიყავი პოროსთან და ეხლა მოვედი
სოფო ნიჟარაძე: რაო მერე, როდის გადავწყვეტო?
მიხეილ სააკაშვილი: რავიცი, დავილაპარაკოთ 26-შიო.
სოფო ნიჟარაძე: არჩევნების მერე ანუ?
მიხეილ სააკაშვილი: მოემზადე, 26-ში უნდა დაველაპარაკოთ.
სოფო ნიჟარაძე: მდაა, და რისთვის მოვემზადო, არ უთქვამთ?
მიხეილ სააკაშვილი: იმისთვის, ზუსტათაც. იმისთვის, რაც საჭიროა.
სოფო ნიჟარაძე: პირველი, თუ მეორე?
მიხეილ სააკაშვილი: მანდ სისხლის ღვრა იქნება, რომ იცოდე…
სოფო ნიჟარაძე: რა პონტში, აქა, ჩვენთან?
მიხეილ სააკაშვილი: აბა…
სოფო ნიჟარაძე: ხო, ალბათ იქნება.
მიხეილ სააკაშვილი: სტო პრო იქნება, ქინძი ვიყო.
სოფო ნიჟარაძე: ხო, მარა რაღაცნაირად არის, პასიურობენ, ცოტა ეშინიათ.
მიხეილ სააკაშვილი: ვისა?
სოფო ნიჟარაძე: ჩვენებს.
მიხეილ სააკაშვილი: ხო, ეს თავიდან ყოველთვის ასეა. რო იქნება, მერე ნახავ. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი.
სოფო ნიჟარაძე ამ საუბარში ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და მას უხეშად მოიხსენიებს.
აუდიო ფაილი იხილეთ ლინკზე




































































