სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ამ წუთებში უჩა ნანუაშვილი რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, "რუსთავი 2"-ის ბოლო დროს განვითარებულ საქმესთან დაკავშირებით, ომბუდსმენი ამ ეტაპზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
"ვიცი, რომ საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდი "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ჩემი ოფიციალური განცხადება სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გავრცელდება", _ აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, განცხადება დაახლოებით ერთ საათში გამოქვეყნდება.