საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი განცხადებით, ის რომ მოსამართლე ყოფილიყო, "რუსთავი 2"-ის საქმეზე "უფრო მეტ გამჭირვალობას" უზრუნველყოფდა:
_ დასანანია, როდესაც არხის, კერძო კომპანიის, "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელს აქვს იმის ამბიცია, რომ თავი გაასაღოს საზოგადოებაში, თითქოს დამოუკიდებელია მაშინ, როდესაც ის თავად იყო "ნაციონალური მოძრაობის" განათლების მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, გენპროკურორი.
მას ჰგონია, რომ წასრული გრძელდება, როდესაც მართლაც მის კაბინეტში, ადეიშვილის კაბინეტში სასამართლო გადაწყვეტილებები იწერებოდა.
ეს ეპოქა დამთავრდა სამი წლის წინ, როდესაც მე ჩემი საპროკურორო უფლებამოსილებები დავუბრუნე პროკურატურას და მთავარ პროკურორს, როდესაც მოსამართლეები გავათავისუფლეთ იუსტიციის სამინისტროსგან.
დღეს ვუპასუხე, რომ მართლაც რომ წერდეს, როგორც წარსულში (ღმერთმა დაგვიფაროს) იუსტიციის მინისტრი ან რომელიმე მინისტრი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ალბათ, ჩემი სტრასბურგული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა ვქნა მაქვს ამის ამბიცია, რომ კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებებს დავწერდი.
მაგრამ მე არ ვარ მოსამართლე, არ ვაპირებ, რომ ვიყო მოსამართლის შემცვლელი და ეს უპასუხისმგებლო განცხადებები, პირველ რიგში, აზიანებს იმ მართლმსაჯულებას, რომელიც როგორც იქნა, გათავისუფლდა.
მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება, მას აუცილებლად გამოვიტანდი საჯაროობის პირობებში. მეორე მხარეს ეცოდინებოდა მაშინვე. რეესტრიდან არ უნდა გაეგო.
ეს პროცედურული დარღვევა არ არის, მაგრამ იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ საქმის მიმართ არსებობს, უფრო მეტ გამჭვირვალობას ვუზრუნველვყოფდი, მე რომ ვყოფილიყავი, თუმცა მე არ ვიყავი მოსამართლე, _ განაცხადა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკაში".


































































