პირველად საქართველოში, 7 ნოემბერს ფილარმონიასთან სელფი რეკორდი დამყარდება.
სელფის გადაღება რომ ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ჩვევაა, ამაზე აღარავინ დაობს, მაგრამ ცოტა თუ წარმოიდგენდა რომ
ამ მანკიერ ჩვევას ჩვენი მსოფლიო მსოფლიო რეკორდსმენად ქცევა შეუძლია.
პირველად საქართველოში, 7 ნოემბერს, ფილარმონიის დარბაზთან მთელი საქართველოს სელფომანები მსოფლიო
რეკორდის დამყარებას შეეცდებიან.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი სელფი ჯაჭვისთვის 750-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა იქნება საჭირო.
რეკორდში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.
ყველაზე ორიგინალური სელფის ავტორი ლენოვოს უახლესი სმარტფონით VIBE SHOT-ით დაჯილდოვდება.
კონკურსის მონაწილეებს სერტიფიკატებიც გადაეცემათ, იმის ნიშნად, რომ მსოფლიო რეკორდის დამყარებაში მიიღეს მონაწილეობა.