https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდის ეწურება უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

17:11; 10.11.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო პერიოდში, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა და სასამართლოს გადაწყვეტილებებმა საზოგადოების ნაწილს კითხვის ნიშნები გაუჩინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით გააჩერა კანონის მუხლის მოქმედება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კრიტიკის საგანი მაშინაც გახდა, როდესაც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელის საფუძველზე დაადგინა, რომ წინასწარ პატიმრობაში პირი 9 თვეზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. რის საფუძველზეც გიგი უგულავა საპატიმროდან გათავისუფლდა, თუმცა, მეორე დღეს, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით მას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

 "საკონსტიტუციო სასამართლოს "ნაციონალური მოძრაობა" მართავს", "დაკვეთას ასრულებს" – ამ ფრაზებს საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შესაფასებლად. საკონსტიტუციო სასამართლო არაერთგზის გააკრიტიკეს პოლიტიკოსებმაც.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების გახორციელებისას, კანონით, დამოუკიდებელია. მან ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეაფასოს და  გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უნდა მიიღოს. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოს წევრის დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფის სხვა გარანტიები.

აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, თავმჯდომარედ ერთიდაიგივე პირი არასოდეს არჩეულა, რადგან ამას კანონი კრძალავდა, თუმცა, 2010 წელს, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ამჟამად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

სასამართლოს ისტორია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო  1996 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუცია მიიღო.

იგი საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის, სახელმწიფო ხელისუფლების დანაწილებისა და მისი კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში განხორციელების, კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სახელმწიფოში სახელისუფლო სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელიც 1996 წლის 31 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო, განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შემადგენლობას, მათი არჩევის წესსა და ვადებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე  ეს თანამდებობა ეკავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 5 წელზე ნაკლები, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა, აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 20 დღისა, გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრისაგან შედგება, რომლის სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს კი, უზენაესი სასამართლო ნიშნავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. 

 საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს ამ მუხლით აკრძალული საქმიანობა ფიცის დადების დღიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას, ის  პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან შედგება.

პლენუმის შემადგენლობაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება, საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრია.

კოლეგიის შემადგენლობაში, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით პლენუმი ამტკიცებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრია. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.

ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება: თუ ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას; დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა აკრძალულ საქმიანობას ეწევა;

დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა – გაამჟღავნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია; ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი; დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა; სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი; გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად ან გადადგა თანამდებობიდან.

საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის ისტორიაში, თავმჯდომარედ ერთიდაიგივე პირი არასოდეს არჩეულა, რადგან ამას კანონი კრძალავდა, თუმცა, 2010 წელს, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ამჟამად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.

გიორგი პაპუაშვილი 2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 მოსამართლის თანხმობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, 34 წლის ასაკში, 2006 წლის 30 სექტემბერს აირჩიეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილმა თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა გამოაცხადა.

2010 წლის ოქტომბერში, კონსტიტუციაში შეტანილი იმ ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში 2011 წლის იანვრიდან შევიდა, მოიხსნა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელი იყო. ამის შემდეგ, პაპუაშვილი მეორე ვადით, 2011 წლის 21 სექტემბერს აირჩიეს, მოღვაწეობის ვადა კი, 2016 წლის სექტემბერში ეწურება.

წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, საკონსტიტუციო სასამართლომ ადგილმდებარეობაც შეიცვალა _  2007 წლის ივლისში საკონსტიტუციო სასამართლო თბილისიდან ბათუმში გადავიდა. მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა დეცენტრალიზაციის პროცესის ნაწილი იყო.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება, გახმაურებული დასაჩუქრებების ამბებიც. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, 14 მოსამართლეს ბათუმის ცენტრში ფეშენებელური ბინები სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცეს, რომელთა ფასიც 250 ათას ლარს სცილდება. ამასთან დაკავშირებით, გიორგი პაპუაშვილის მიმართ გამოძიება მთავარ პროკურატურაში დღემდე მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილი 2007 წელს, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძის საკუთრებაში უკანონოდ ცხოვრობს.

რაც შეეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იწვევს და უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმის მიერ მიღებულ აქტებს, დასამტკიცებლად წარუდგენს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტსა და აპარატის დებულებას, ანაწილებს კონსტიტუციურ სარჩელებსა და წარდგინებებს, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას, სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს აპარატის მუშაკებს, განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს, ახორციელებს კანონმდებლობითა და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

ვინ შეიძლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს

საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით ან წარდგინებით მიმართვის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საერთო სასამართლოს, აფხაზეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, სახალხო დამცველს, საქართველოს იურიდიულ პირებს, საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხებზე;
       – იხილავს რეფერენდუმის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებულ დავას;
        – იხილავს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს;
     – იძლევა დასკვნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხზე;
      – იხილავს საერთო სასამართლოს წარდგინებას. წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება, როდესაც კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც მან უნდა გამოიყენოს ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ.

        საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია იხილავს:
        – დავას სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ;
       – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ;
        – დავას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ;
     – ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის (საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი) საკითხებთან მიმართებით;
       – საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

სტატისტიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდის ინფორმაციით, სასამართლოს დაარსების დღიდან, 422 კონსტიტუციური სარჩელი და 17 კონსტიტუციური წარდგინებაა შეტანილი. განსახილველად არ მიიღეს 66 კონსტიტუციური სარჩელი და 34 კონსტიტუციური წარდგინება. 12 კონსტიტუციური სარჩელი გატანილია მოსარჩელის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 17 კონსტიტუციური სარჩელი და 1 კონსტიტუციური წარდგინება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31 კონსტიტუციური სარჩელი. არ დაკმაყოფილდა 65 კონსტიტუციური სარჩელი. საკონსტიტუციო სამართალწარმოება სხვადასხვა საფუძვლების გამო შეწყდა 59 საქმეზე. არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად 206 კონსტიტუციური სარჩელი.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ორი გიორგის წარმატება

ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო