ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩა დატბორილია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა არის პოლიციის მიმდიბარე ტერიტორიაზე – გოგიბერიძის ქუჩაზე.
შესაბამისი სამსახურები უკვე ადგილებზე მუშაობენ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით, გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
თუმცა, სამუშაოებს უამინდობა ხელს უშლის, ჩოხატაურში ამ წუთებშიც გადაუღებლად წვიმს.