ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სტიქიას ებრძვის. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაზიანებული გზები, მილხიდები საყანე ფართობები.
სოფელ სილაურში ადიდებულმა მამათის ღემელმ ბადრი ხელაძის საკარმიდამო ნაკვეთი და ნარგავები წაიღო.
ადგილზე ამ წუთებში მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძრვანელის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, უშუქოდაა დარჩენილი სოფელი ბაილეთი.
ოზურგეთში ამ წუთებშიც კოკისპირულად წვიმს.







































































