რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა ტელეარხმა "Sony Sci-Fi" ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც თანამედროვე სპორტული სამყაროს ყველაზე არამზადა ადამიანის დადგენა იყო.
რეიტინგში პირველი ადგილი "ფიფას" აწ უკვე ექსპრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა დაიკავა, რომელმაც ხმების 9,2 პროცენტი მიიღო.
ბრიტანელების უმეტესობას ბლატერი მას შემდეგ არ მოსდით თვალში, რაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა მან ინგლისის ნაცვლად რუსეთს გადაულოცა.
ამ "საპატიო ჩამონათვალის" მეორე ადგილზე ამერიკელი მეგოლფე ტაირონ ვუდსი აღმოჩნდა რომლის გაუთავებელმა სექსუალურმა სკანდალებმა მსოფლიოს სპორტის ქომაგები შოკში "ჩააგდო".