https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მერაბიშვილ-ადეიშვილის ბრალი და მოწმე, რომელიც შესაძლოა პასუხისგებაში მიეცეს

21:11; 17.11.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევისა და კერძო საკუთრების ხელყოფის ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი საქმე გახსნა, რის საფუძველზეც ყოფილი მაღალჩინოსნები, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პასუხისგებაში მიეცნენ. თუმცა, "ადეიშვილ-მერაბიშვილის დანაშაულებრივი სქემის" მიხედვით მოქმედი პროკურორებისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ნაწილისთვის კითხვის ნიშნებს აჩენს.

ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ბრალი

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ, ზურაბ ადეიშვილი და ივანე მერაბიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში გუშინ მიეცნენ.

გამოძიების მასალების მიხედვით, "2004 წელს სისტემური დანაშაული მოხდა, რომელშიც ერთობლივად და წინასწარ შეთანხმებული სქემით, მონაწილეობდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ფინანსური პოლიცია, აჭარის ა/რ უშიშროების სამსახური და ეროვნული ბანკი. 
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის კარგად ორგანიზებულ დანაშაულებრივ პროცესს კი ხელმძღვანელობდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ივანე მერაბიშვილი".

 "_2004 წლის ივლისში, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ივანე მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ბათუმში, იმდროინდელი აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ სამართალდამცავი სტრუქტურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, მათ შორის აჭარის ა.რ უშიშროების მინისტრი აკაკი ცინცაძე და აჭარის ა.რ. პროკურორი გივი პაპუაშვილი. თათბირზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ცენტრალური ბანკის თანაშრომლები", _ აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების ცნობითვე, ხსენებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც. 

"აქედან გამომდინარე, გივი პაპუაშვილმა, აჭარის ა.რ. პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს "რთველი XXI"-ს დამფუძვნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს "საქართველოს საზღვაო ბანკი"-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი, რითაც შეიძინეს ხსენებული ღვინის ქარხნის აქციების 89.060 %, განახორციელეს ღვინის ქარხანაში ინსვესტიცია, გააშენეს ვაზი და ახდენდნენ ყურძნის წარმოებას, გადამუშავებას, ღვინის დამზადებასა და რეალიზაციას. 

აჭარის ა.რ. პროკურორმა გივი პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს "საქართველოს საზღვაო ბანკი"-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები. ანალოგიური ხასიათის მუქარა მათ შეუთვალეს ფინანსური პოლიციიდანაც, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო", _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დაზარალებული ბიზნესმენები დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა.

"პირდაპირ მითხრეს ვალი უნდა დააბრუნოო. მერაბიშვილთან და ადეიშვილთან არ მისაუბრია. მათი სახელები ახსენეს მხოლოდ, რომ დავალება მათი მხრიდან მოდიოდა", _ აცხადებს ნოდარ  მოდებაძე.

მერაბიშვილისა და ადეიშვილის ადვოკატები ახალი ბრალის წარდგენას "პოლიტიკურ შოუდ" აფასებენ და ამბობენ, რომ "ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნაა".

"ეს არის ასლან აბაშიძის გაცოცხლების მცდელობა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

"რა კონკრეტულ მუქარაზე იყო საუბარი, რა ტიპის ზეწოლა განხორციელდა ამას თუ არ გააკეთებდნენ, ამას რა მოყვებოდა, დადგენილებაშიც კი არ წერია. ჩვენ ხომ არ მივმართავთ ფანტაზიას და ხომ არ ვივარაუდებთ რითი მოხდა კონკრეტულად მუქარა. ამიტომ დადგენილება თავიდან ბოლომდე აბდურდულია", _ ამბობს ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.

ცნობისთვის, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ მოკვლევა პროკურატურამ ბიზნესმენების მიმართვის შემდეგ დაიწყო.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ საკითხში ხსენებულ აჭარის ა/რ-ის ყოფილ პროკურორს, გიორგი (გივი) პაპუაშვილს, ახლა მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში მისი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

თავად გიორგი პაპუაშვილი "გურია ნიუსთან" საუბისას აღნიშნავს, რომ პროკურატურამ აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე მოწმის სტატუსით დაკითხა, თუმცა ის დაკითხვის სავარუდო თარიღს ვერ იხსენებს.

 "დამკითხა პროკურატურამ, ჩვენებაც მაქვს მიცემული უკვე კარგა ხანია, მაგრამ არ მახსოვს როდის მოხდა დაკითხვა, წელი და დრო არ მახსოვს. თუმცა, ეს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხდა, როცა საქმის გამოძიება დაიწყეს. მოწმის სტატუსით დამკითხეს. ვერც იმას ვიხსენებ, მეორედ ვარ თუ არა დაკითხული. რომ მახსოვდეს, ნამდვილად გეტყოდით როდის მოხდა ჩემი დაკითხვა, აქ დასამალი არაფერი არ არის", _ აღნიშნა პაპუაშვილმა"გურია ნიუსთან" საუბრისას.

პაპუაშვილი ადასტურებს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ნამდვილობას და ამბობს, რომ 2004 წელს შეხვედრა ადეიშვილ-მერაბიშვილსა და აჭარის ა/რ-ის პროკურორებს შორის ნამდვილად შედგა.

"ეს მარტო მე კი არ ვიცი, ამ შეხვედრაში მონაწილეობდა აჭარის ყველა სტრუქტურა", _ აღნიშნავს პაპუაშვილი.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის მიხედვითაც, ადეიშვილ-მერაბიშვილის სქემის მიხედვით, 2004 წლის ზაფხულში, აჭარის ა/რ პროკურორს გივი პაპუაშვილს უშიშროების სამსახურიდან და ეროვნული ბანკიდან მიაწოდეს ცნობები და სია დასაბარებელი კრედიტორების და ჩამოსართმევი ქონების თაობაზე, რომელთა შორის შედიოდა თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანაც, პაპუაშვილი ამბობს, რომ მას ბიზნესმენებთან არა ქონების ჩამორთმევის ბრძანება, არამედ, კრედიტების დაბრუნების მოთხოვნა ჰქონდა.

"აქ საუბარი იყო კრედიტების დაბრუნებაზე. მერე ამ პირებმა დათმეს ეს ქონება. ეს მომენტი როგორც არის დაფიქსირებული პროკურატურის პრესრელიზში, ზუსტად ისე განხორციელდა",_ ამბობს პაპუაშვილი.

ამ ეტაპზე შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ექვს, ხოლო იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ოთხ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ამ საქმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გახმაურებული საქმეები პროკურორ პაპუაშვილის მონაწილეობით

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, პროკურორ გიორგი პაპუაშვილის გვარი სხვა გახმაურებულ საქმეებშიც ფიგურირებს, მათ შორის, 2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებულ  სისხლის სამართლის საქმეშიც.

საქმე რაბათის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტისმ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტებს ეხება.

გარდა ამისა, პაპუაშვილი, აჭარის ა/რ-ის პროკურორობის პერიოდში, მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეშიც არის.

 "ახლგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი "გურია ნიუსთან’ საუბრისას ამბობს, რომ პროკურორი გიორგი (გივი) პაპუაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე  ჩამოართვეს ქონება მისი დაცვის ქვეშ მყოფ, როლანდ ბლადაძეს.

 "ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა როლანდ ბლადაძის საქმეზე, რომლისთვის ჩამორთმეული ქონებაც საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ თავმჯომარეს გადაეცა სიმბოლურ ფასად. 2004 წელს, ბლადაძისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეში ფიგურირებდა გიორგი (გივი) პაპუაშვილი, რომელიც 2004-2005 წლებში აჭარის მთავარი პროკურორი იყო. რომლის მხრებზეც გადაიარა აჭარის რეგიონში მაღალჩინოსნების თვის ჩამორთმეულმა ქონებებმა. ის იყო ფაქტობრივად ნოტარიუსიც და აღმასრულებელიც.

როლანდ ბლადაძეს ქონება  გიორგი პაპუაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე ჩამოერთვა. გიორგი პაპუაშვილი იყო ის პროკურორი, რომელმაც მიმართა მაშინ აჭარის სასამართლოს და მოითხოვა როლანდ ბლადაძის ქონების განკულაკება. სასამართლომ დააკმაყოფილ პაპუაშვილის მოთხოვნა. ჩვენ გვაქვს ოფიციალური დოკუმენტები, რომელსაც ხელს გიორგი პაპუაშვილი აწერს.

ამის შემდეგ, 2007 წელს, მიხეილ სააკაშვილმა ეს ჩამორთმეული ქონება 1000 ლარად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმდჯომარეს გიორგი პაპუაშვილს. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილსა და პროკურორ პაპუაშვილს შორის რაიმე ნათესაური კავშირი არ არის", _ აცხადებს კაიკაციშვილი.

მისივე თქმით, პაპუაშვილი ძალოვან უწყებებში ახალი ხელისუფლების პირობებშიც მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

"როდესაც ბლადაძის საქმეზე კვლევას ვაწარმოებდით, დავინტერესდით, ამ ქონების ჩამომრთმევი პირები 2014 წლის მდგომარეობით სად საქმიანობდნენ ახალი ხელისუფლების პირობებში. გამოვითხოვეთ პროკურატურიდან ინფორმაცია, საიდანაც გაირკვა, რომ 2014 წლის ივნისის მდგომარეობით, პროკურორი გიორგი პაპუაშვილი  შიდა ქართლის პროკურორად მუშაობდა. თუმცა, ვიდრე 2014 წლის ოქტომბერში კვლევა გამოქვეყნდებოდა, ერთი თვით ადრე თანამდებობიდან მოხსნეს. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, გავიგეთ, რომ გიორგი პაპუაშვილი აჭარის რეგიონის სუს-ის უფროსად დანიშნეს", _ ამბობს კაიკაციშვილი და დასძენს, რომ მისთვის გაუგბარია, რატომ არ დგება პაპუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

 "თუ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენეს, მათი უკანონო გადაწყვეტილებების თანამონაწილე პაპუაშვილს რატომ არ აქვს ბრალი წაყენებული? ისიც ხომ დანაშაულის თანამონაწილე გამოდის, მან პასუხი არ უნდა აგოს? ვიცით, რომ გიორგი პაპუაშვილი ადამიანებს ქონებებს ართმევდა, რაც ოფიციალური რეკეტი იყო, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გვაქვს", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი.

თავად პაპუაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ ბლადაძის საქმე "ცოტა გაზვიადებულია".

"ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, აქ ჩემი გვარი არაფერ შუაშია. ქონება სასამართლოს მიერ არის ჩამორთმეული. თავის დროზე  სასამართლოს სამივე ინსტანცია გაიარა და ჩემი აზრით, კანონიერი გადაწყვეტილებაც აქვს მირებული სასამართლოს. ვადასტურებ, რომ ჩემი შუამდგომლობის საფუძველზე იყო საქმე სასამართლოში წარდგენილი, მაგრამ სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო", _ ამბობს პაპუაშვილი.

გარდა ამისა, პაპუაშვილი, "გურია ნიუსთან" საუბრისას რაბათის ციხესთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმის გამოძიება მისი პროკურორობის პირობებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

"აღნიშნული საქმის გამოძიება ჩემი პროკურორობის პერიოდში დაიწყო, თუმცა, არა მაქვს ინფორმაცია, ახლა რა ეტაპზეა, ან როგორ გაგრძელდა. შემიძლია გავიხსენო, რომ მაგ საქმეში ღირებულების არმქონე შენობების ყიდვას აიძულებდნენ ბიზნესმენებს. მე წამოვედი სამცხე-ჯავახეთიდან და არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაა", _ აღნიშნავს პაპუაშვილი.

რაც შეეხება აჭარის სუს-ის უფროსის თანამდებობას, რომელსაც პაპუაშვილი ბოლო პერიოდში იკავებდა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას განმარტავს, თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

"დაახლოებით 4 თვის წინ წამოვედი ამ თანამდებობიდან. აჭარის სუს-ის ხელმძღვანელი ვიყავი. თუმცა, სხვა სამსახურში გადავედი, რის გამოც ეს პოზიცია დავტოვე. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალოვან უწყებაში აღარ ვარ", _ აცხადებს პაპუაშვილი.

"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა აჭარის ა/რ უშიშროების ყოფილ მინისტრ აკაკი ცინცაძეს დაკავშირებოდა, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"საერთაშორისო საზოგადოება ერთად უნდა დავდგეთ"-გაი ვერჰოსთადთი

„მანქანა გადაბრუნდა და დაიწვა“ - რა ხდება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო