ამ წუთებში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30 ჟურნალისტი იმყოფება. _ მედიატურის მიზანია, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ფართო აუდიტორიის ინფორმირებულობა.
საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან მდგომარეობას, ექნებათ მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება და მოპოვებული მასალებით მოამზადებენ რეპორტაჟებს. ყველა გავრცელებულ მასალას კი "ქართული მედია ჯგუფი" ერთად მოუყრის თავს და საკუთარ ვებ-პორტალზე განათავსებს. – ამბობს მედიატურის ორგანიზატორი ნინო ჩიბჩიური.
მედიატურის მხარდამჭერია ააიპ "საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო". მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები ასევე დიცში და ზარდიაანთკარში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდებიან.





































































