საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის საკუთრებაშია 110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, გლდანის მე-2 მიკრო რაიონში და 2008 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანა Nissan Tiida.
ამის შესახებ ხადურის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 16 ნოემბერს შეავსო.
გარდა ამისა, მინისტრის მამის, თამაზ ხადურის საკურებაშია, მიწის ნაკვეთი გორში (ქვეში), რომლის ფართობი 2000.00 კვ.მ-ია.
დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრის შემოსავალი 102 934 ლარი იყო.
კერძოდ, ნოდარ ხადურმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან 75 000.00 ლარი მიიღო; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პოზიციიდან – 27684.10 ლარი, ხოლო კავკასიის უნივერსიტეტიდან (ლექტორი) 250.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. რაც შეეხება მისი მეუღლის ერთი წლის შემოსავალს, ნინო ცირეკიძეს „ლიბერთი ბანკის“ სპეციალისტის თანამდებობიდან 1473.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნოდარ ხადურის საბანკო ანგარიშებზე 11420 ლარი და 26257.52 დოლარი იყო.
დედ-მამის, თამაზ და მანიჟან ხადურების საპენსიო ანგარიშებზე „ლიბერთი ბანკში“ 160-160 ლარი იყო. ნოდარ ხადურის მეუღლის, ნინო ცირეკიძის სახელფასო ანგარიშზე „ლიბერთი ბანკში“ კი, 1400.00 ლარი.
ფინანსთა მინისტრის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს. გასულ წელს არც ფასიანი საჩუქრები მიუღიათ.