მიანმარში, მიწის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მიანმარში მიწა დილით ჩამოიშალა, რასაც 90 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია,შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები, სამხედროები და წითელი ჯვარია ჩართული,თუმცა უამინდობა მათ მოქმედებას ზღუდავს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლის თქმით, უცნობია, თუ რადენი ადამიანი შეიძლება ცოცხალი იყოს.
„ჩვენ მხოლოდ გარდაცვლილებს ვხედავთ, უცნობია, თუ რამდენი ადამიანი შესაძლოა ცოცხალი იყოს,“_განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცოცხალი გამოიყვანეს,მაგრამ მალე გარდაიცვალა.
ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია დიდი რაოდენობით ნარჩენი მიწის ჩამოშლა.
































































