https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა მოხდა 28 ნოემბრის საღამოს ჩოხატაურში _ “თქვენ ამოგარჩიეს წესიერებაზე და პატიოსნებაზე საყაჩაღოდ!”

10:12; 3.12.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახი 28 ნოემბერს, დაახლოებით, 21 საათსა და 30 წუთზე დააყაჩაღეს. თავდამსხმელებს სახეზე სამედიცინო ნიღბები ეკეთათ. ზაალ მამალაძის მეუღლე სტომატოლოგია და როგორც გვითხრა, იმ დროს პაციენტებს ელოდებოდა:

_ პაციენტებს ველოდებოდი. დაახლოებით, ათის ნახევარი იქნებოდა, როცა კარზე დააკაკუნეს და დაჟინებით კითხულობდნენ, სად იყო ზაალი… ვთხოვე, რომ ხმამაღლა არ ესაუბრათ, რადგან დედა ინსულტით გვყავს ავად, ჩაწოლილია და იმ დროისთვის იქვე ვაძინებდი. ვუთხარი, რომ ზაალი მეორე  სართულზე იყო, ვთხოვე, კაბინეტში შესულიყვნენ და დამლოდებოდნენ. ამ დროს იარაღს მოვკარი თვალი და ვიყვირე. ყვირილზე ზაალს ეგონა, რომ დედა იყო ცუდად, რაც ხშირად ხდება, სართულებს შორის კიბეზე ჩამოირბინა; მე წინააღმდეგობის გაწევა ვცადე და იარაღიანს სათვალე ჩამოვგლიჯე. ზაალმა ერთ-ერთ შემოჭრილს სახეში მუშტი დაარტყა, წააქცია და, პრაქტიკულად, გაანეიტრალა, მაგრამ სახლში მესამე პირიც შემოიჭრა, მეც იარაღი შუბლზე მომადეს და ამით შეძლეს ზაალის შეჩერება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ დედა, რომლის თვალწინაც ეს ყველაფერი ხდებოდა და წამოდგომას ცდილობდა საწოლიდან, ცოცხალი გადაგვერჩინა, _ იხსენებს ნინო მამალაძე.

ყაჩაღები ოქროს და ფულს ითხოვდნენ, თუმცა, ამაზე წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ:

_ სახლში, ჩავარდნილი კიბის საფეხურების შესაცვლელად ჩემი მოგროვებული 500 ლარი და ზაალის წინა დღეს აღებული ხელფასიდან შემორჩენილი 700 ლარი გვქონდა; მივასწავლე სად იდო; ქორწინების დროს ნაჩუქარი სამკაულების ადგილიც ვუთხარი _ საერთო ჯამში, 30 გრამამდე ოქროს ნაკეთობები იქნებოდა, ცოტაოდენი ვერცხლის სამკაულები _ სულ ეს იყო, რაც გვქონდა.  ბევრი არც უძებნიათ _ კარადის რამდენიმე უჯრა ფორმალურად გადმოყარეს… მე მეორე სართულზე ამიყვანეს და რადგან იარაღის წართმევას ვცდილობდი, რამდენჯერმე იარაღის ტარი თავში ჩამარტყეს, მესმოდა, როგორ ცდილობდნენ ზაალის შეჩერებას და მეშინოდა, არ მოეკლათ; ზაალს ფიზიკურად არ შეხებიათ და სიტყვიერ შეურაცყოფაზეც არ პასუხობდნენ, ცდილობდნენ, სკამზე დაემაგრებინათ და ხელები შეეკრათ, თუმცა, პლასტიკატის "მანჟეტები" რამდენჯერმე გაწყვიტა. ამის მერე, ელექტროსადენები მოგლიჯეს საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და იმით შეკრეს, _ ამბობს ნინო მამალაძე.

"ზაალის ტელეფონი გაბმულად  რეკავდა _ მეგობარი ურეკავდა… ამის გამო აჩქარდნენ, ზაალმა პირზე "სკოჩის" შემოხვევისას, თავდამსხმელს ხელი დაუზიანა… ცალ-ცალკე მოვახერხეთ თავის აშვება; დედას, რომელიც უმოძრაოდაა და გაჭირვებისგან, თითქმის, ლოგინზე წამომჯდარი დაგვხვდა, ვუპატრონეთ და, ცხადია, პოლიციას შევატყობინეთ".

საგულისხმოა, რომ საქმეში ბევრი დეტალია, რომელიც თავდასხმის პოლიტიკურ ელფერზე მიანიშნებს _ ყაჩაღებს არ წაუღიათ მაგიდაზე დადებული, კომუნალური გადასახედებისთვის განკუთვნილი 200 ლარი, ოჯახის დედის ნიშნობის ბეჭედი, რომელიც ხელზე მუდმივად უკეთია, ნინო მამლაძეს საყურეებიც ეკეთა… ისიც, რომ საღამოს, რაიონის ცენტრში, ყაჩაღებს არაფრის შეშინებიათ; ამ დღეებში პოლიცია რეიდებს ატარებდა და ავტომანქანებს, მგზავრებსა და ფეხით მოსიარულეებსაც საფუძვლიანად ამოწმებდა. სწორედ, იმ საღამოს, 18 საათზე რეიდები დასრულდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაალ მამალაძის სახლი ჩოხატაურის პოლიციის შენობიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობს.

თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობის დროს მამალაძეების სახლის მიმდებარე ტერორიტიაზე საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობდა და ეს იქვე მდებარე "ავერსის" საავადმყოფოს და "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის კამერებმაც დააფიქსირა.

ყაჩაღობიდან 12-საათზე მეტი იყო გასული, როცა გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატაცებული ავტომანქანა სამტრედიაში, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლითაა აღძრული.

მამალაძის ოჯახის დაყაჩაღებას პოლიტიკურ წრეებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს რიგითი ყაჩაღობა არ ყოფილა.

უმრავლესობის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ეს "ხელისუფლებისთვის პირდაპირ სილის გაწვნაა"

"აღშფოთებული ვარ. ეს არის ხელისუფლებისთვის პირდაპირ სილის გაწნა და შეურაცხყოფა. პირადად,  მეც შეურაცხყოფილად ვთვლი  თავს. კატეგორიულად  მოვითხოვ,  გატარდეს მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები  ყველა მიმართულებით და უზრუნველყოფილ იქნას ყაჩაღების და მათ უკან მდგომი ელემენტების სასწრაფო დაპატიმრება და პასუხისგებაში მიცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინფორმაციების საფუძველზე ვეჭვობ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეზე  თავდასხმა არ ჰგავს მხოლოდ ძარცვის მიზნით ჩადენილ ყაჩაღობას. ეს არის საზოგადოების დაშანტაჟების მორიგი მცდელობა. ამიტომ გადაუდებლად, სიღრმისეულ გამოძიებას მოვითხოვ. მხოლოდ ყაჩაღების დაკავებით და მანქანის დაბრუნებით ეს საქმე ვერ დამთავრდება. ხაზგასმით და ყველას გასაგონად ვამბობ,  ამ საქმის სასწრაფოდ  გახსნა იქნება სერიოზული ტესტი ბევრი თანამდებობის პირისთვის სამართალდამცავ სისტემაში  და თუ, სამწუხაროდ, საჭირო გახდება, მათი პასუხისმგებლობის საკითხს, შედეგებიდან გამომდინარე, პირადად დავაყენებ და ბოლომდე მივყვები", _ ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.

ჩოხატაურის დეპუტატი საქართველოს პარლამენტში თემურ ჭკუასელი იმედოვნებს, რომ ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი დროულად იქნება გახსნილი.

"წინასწარ ძალიან ძნელია დასკვნების გაკეთება, იმ პირებს, რომლებმაც დააყაჩაღეს ზაალ მამალაძის ოჯახი, იქ  ბევრი არაფერი არ ეგულებოდათ, რადგან ეს ოჯახი დიდი ქონების მფლობელი არ არის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ,  რომ ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება.

დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერს მოეფინება ნათელი.  ვესაუბრე ყველას და საქმის კურსში ვარ. სამართალდამცავებმა დამაიმედეს, რომ ეს საქმე დროულად იქნება გახსნილი.  ძიებაში მთელი იმერეთის და გურიის სამართალდამცავები არიან ჩართულები.  როდესაც გაიხსნება ეს საქმე, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", _ გვითხრა თემურ ჭკუასელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების ფაქტი სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. 

"ზოგადად, ყველა ფაქტი გამოწვევაა, მაგრამ როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ეხება საქმე და თანამდებობის პირს, მე შემიძლია ვთქვა, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. გამოწვევა ყველა შემთხვევაში არის და ვამბობ, ყველა კრიმინალური ფაქტი გამოწვევაა. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს დანაშაული გაიხსნას თუ აქამდე გახსნილი არ არის", _ განაცხადა მიროტაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ჟორჟოლიანი "გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ჩოხატაურში ორი დღის წინ მომხდარი ფაქტი დროულად უნდა გამოიძიონ.

"ეს არის კრიმინალური შემთხვევა და ცხადია, რომ ყველანაირად დასაგმობია. ზუსტად არ ვიცი, ამას რაიმე პოლიტიკური საფუძველი აქვს თუ არა; ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, შესაძლოა, პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს ამ ყველაფერს, მაგრამ დასადგენია ჯერ ყველაფერი. ვიმედოვნებ, რომ ეს ფაქტი დროულად იქნება გამოძიებული", _ გვითხრა გია ჟორჟოლიანმა.

 ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში თემურ ჩხაიძე, აღნიშნულ შემთხვევას შემაშფოთებელს უწოდებს:

"ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და ყველა ვალდებულები ვართ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახს. რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს სინამდვილე. ჩემი აზრით, არა მგონია, ეს შემთხვევა ვინმეს დაშინებას და დაშანტაჟებას ემსახურებოდა, მე უფრო შეცდომა მგონია. უტყუარია, რომ,  რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა", _ აღნიშნავს ჩხაიძე.

გურიის გუბერნატორის, გია სალუქვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს საქმე დროულად იქნას გახსნილი:

"ეს არის სერიოზული გამოწვევა. იმიტომ, რომ, შეიძლება ითქვას,  ჩვენ ყველა დაგვაყაჩაღეს _ მთელი  გურიის ხელისუფლება.

ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ზოგადად, არ აქვს  მნიშვნელობა ვის დააყაჩაღებენ, ყველა ბოროტმოქმედი პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. როდესაც შედიან და საკრებულოს თავმჯდომარეს აყაჩაღებენ, ეს არის  აღმაშფოთებელი", _ აღნიშნა გუბერნატორმა.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, გოგი ხელაძე ამბობს, რომ მალე უნდა გაირკვეს რეალობა:

"მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ ზაალთან,  ამ ფაქტის შემდეგ ვესაუბრე კიდეც მას. გაოგნებული ვარ მომხდარით, ეს იყო ნამდვილად შემაძრწუნებელი ამბავი ყველასთვის. სამართალდამცავმა უწყებებმა, რაც შეიძლება მალე უნდა გაატარონ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები და უზრუნველყონ დამნაშავეების დაპატიმრება.  მალე უნდა გაირკვეს, სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე _ მართლა ყაჩაღობასთან თუ სხვა რამესთან. არ უნდა შევუწყოთ ხელი საზოგადოებაში დაუცველობის სინდრომის გაღვივებას", _ განაცხადა გოგი ხელაძემ.

"ამაზრზენი და ცინიკური ძალადობრივი აქტის გამო, ყველა ჩოხატაურელი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ხელისუფლებაში ვართ, თავმოყვარეობაშელახულია, გარდა ზაალ მამალაძისა, რადგან მან და მისმა მეუღლემ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. რას შეძლებს ხელისუფლება? _ ამ კითხვას დროზე უნდა გაეცეს პასუხი" _ ასე გამოეხმაურა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღებას სოციალურ ქსელში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ზაალ მამალაძის ოჯახის დაყაჩაღების  ვანდალურს უწოდებს.
"ახლო ურთიერთობა მაქვს ბატონ ზაალთან, ის წესიერი და პატიოსანი ადამიანია. მომხდარით შეძრწუნებული ვარ. რა შეიძლება ვუწოდო ამ ფაქტს, გარდა ვანდალურისა. ამ ფაქტით შეურაცხყოფილია არა მხოლოდ ზაალ მამალაძის ოჯახი, არამედ სრულიად გურია, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. 
სამართალდამცავმა უწყებებმა, რაც შეიძლება მალე უნდა გამოიძიონ საქმე, სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს დამნაშავე, ეს მათი და ჩვენი პრესტიჟის საკითხია. 
ჩვენ თანადგომას და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულის ოჯახს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა
", _ აღნიშნავს ზაზა ურუშაძე.

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, ჩოხატაურში მომხდარი ყაჩაღობა არის იმ გაუაზრებელი და მავნებლური პოლიტიკის შედეგი, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.

"ვითომ სამართლიანობის აღდგენის მიზნით ასობით კრიმინალი გამოუშვეს ციხიდან,  რასაც, ბუნებრივია, მოჰყვა კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება. ესეც არ იკმარეს და დამნაშავეებთან მებრძოლი სამართალდამცავები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას,  ციხეში გამოკეტეს.

თუ ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების ლიდერების დევნის ნაცვლად კრიმინალებთან ბრძოლით დაკავდება, საპატრულო პოლიციის შენობიდან 200 მეტრში მოახერხებს  დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთას", _ განაცხადა მჟავანაძემ სატელეფონო საუბრისას.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ზენაიშვილი მომხდარს ხელისუფლების სისუსტედ აღიქვამს, რადგან მისი აზრით, "ხელისუფლება, რომელიც სოციალისტური ნაგვითაა თავგამოჭედილი, არ გააჩნია  პოლიტიკური ნება და კულტურა, ხელი შეუწყოს ქვეყნის  თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში განვითარებას".

"რაც მეტი აკრძალვა და რეიდები იქნება, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, მით მეტი ავაზაკი და ქურდი გვეყოლება. ფაქტია, რომ მომხდარმა შემთხვევამ კიდევ უფრო გაზარდა დაუცველობის შეგრძნება მოსახლეობაში.

ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პოლიციაზე მეტად, იმ დანაშაულებრივი რეჟიმის დამსახურებაა, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. ქვეყანაში კრიმინალი არის წახალისებული, სადაც კრიმინალი და ხელისუფლება ერთ მოედანზე ძოვს. მეტიც, ისინი ანგარიშგასაწევ პერსონებად ითვლებიან, შედეგებიც ფატალურია!

შეიძლება ითქვას, არა მხოლოდ გურიაში, არამედ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა ბოლო 12 წლის განმავლობაში,_ აღნიშნავს ზენაიშვილი.

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ მამალაძის ოჯახი დააყაჩაღეს დაბა ჩოხატაურში, რომელიც, ამავდროულად, გამომცემლობა გურია ნიუსის დამფუძნებლის ია მამალაძის ძმაა.

მგონი, ზემოთ ჩამოთვლილი საკმარისია, რომ ამ ძალიან სამწუხარო შემთხვევას ვუწოდოთ უპრეცედენტო და გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ წლის სკანდალია. თანადგომადაზარალებულ ოჯახს! _ აცხადებს ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ასკურავა.

ზაალ მამალაძის და, "გურია ნიუსის" გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ ამ ფაქტით, პირველ რიგში, გურიაში მცხოვრები წესიერი, მშრომელი ადამიანების დაშინება სურდათ:

"ჩვენ ბევრი ვართ და გეშინოდეთ, ვისაც ქვეყანა და წესიერება ხელის ჭუჭყი გგონიათ! ვერასდროს გამოცდით იმ ბედნიერებას, რასაც ხალხის, კარგი ადამიანების სიყვარული, ერთად დგომა და დაფასება ჰქვია! ჩემი საამაყო რძლის პაციენტების ცრემლები, კოცნა, ამ დღეებში რომ მოდიან და ნატკენ შუბლზე ეფერებიან, ზაალის მიმართ გამოვლენილი ხალხის სიყვარული და თანადგომა ღირს ერთ სიცოცხლედ!

ერთ წერილს გთავაზობთ იმათ გასაგონად, ვინც ეს დაგეგმა:

"მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ზალიკო და თქვენი ოჯახი ამაყი და გმირები ხართ, ქალბატონო ია, იმიტომ, რომ მთელ რაიონში თქვენ ამოგარჩიეს წესიერებასა და პატიოსნებაზე საყაჩაღოდ, ყველანი შეწუხებული ვართ! თქვენ გვერდში ვდგავართ!" _ ეს კარგი ადამიანის წერილია და მეტი სიყვარული რაღა უნდა იყოს?! ჩოხატაურში სიმდიდრე არასდროს იყო, მაგრამ პატიოსანი და წესიერი ხალხი არასდროს აკლდა _ ჩრდილში იდგნენ და დგანან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაშენდნენ და აღარ არსებობენ! ამ ხალხით არსებობს ეს ქვეყანა ჯერ კიდევ და არა ფულზე დასუქებული გარეწრებით! ნურავინ ფიქრობს, რომ ეს შეგვაშინებს _ ბედნიერი ვარ, რომ ზაალი მხნედ, იმედიანადაა და ჩვენს ოჯახს ხალხის სიყვარული იცავს!" _ წერს ია მამალაძე სოციალურ ქსელში.

საქმე ძალიან რეზონანსულია და ქვეყნის პირველი პირებისთვის პრესტიჟის, სახელმწიფოებრიობის, საზოგადოებაში დაცულობის გაჩენას უკავშირდება; საქმეს პირადად ადევნებს თვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები,  პრეზიდენტი, უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, დეპუტატთა კორპუსი. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლანჩხუთში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება

პირველი თოვლი გურიაში (ფოტორეპორტაჟი)

ყველა სიახლე

სამართალი

ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

19:16; 25.12.2025
სამართალი

სუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:32; 25.12.2025
ფინანსები

ვალუტის განახლებული კურსი 26 დეკემბრისთვის

18:28; 25.12.2025
ფინანსები

სესხების საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა – რა ღირს ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტები

16:59; 25.12.2025
ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
პოლიტიკა

“გავასაჩივრებთ სასამართლოში”- სახალხო დამცველი

13:59; 25.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი ობიექტის დასაცავად

13:43; 25.12.2025
საზოგადოება

დღეს ოზურგეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება

13:31; 25.12.2025
სამართალი

ერთმანეთს ავტობუსი და მიკროავტობუსი დაეჯახა

12:55; 25.12.2025
საზოგადოება

“საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის შეწყვეტას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე უმძიმესი ეფექტი ექნება”

12:34; 25.12.2025
ფინანსები

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

12:00; 25.12.2025
საზოგადოება

“მეორადი ავტომობილების ნაწილები გაძვირდება” – ახალი ვალდებულება ავტოიმპორტიორებისთვის

11:53; 25.12.2025
საზოგადოება

კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი დღეს მაცხოვრის შობას დღესასწაულობს

11:15; 25.12.2025
ფინანსები

Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა

11:09; 25.12.2025
სამართალი

პოლიციამ 153 შეკვრა “მეთადონი” ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11:04; 25.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025
0

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო