ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილ მსახიობ ტომ კრუზს უახლოეს მომავალში ფეხბურთელი დევით ბექჰემის შესახებ მხატვრული სურათის გადაღება სურს.
გავრცელებული ცნობით, კრუზი ახალი სურათის სცენარს უკვე ჩაუჯდა. ფილმი ავტობიოგრაფიული ხასიათის იქნება და ფეხბურთელის ცხოვრების სხვადასხვა პერიპეტიებს გაგვაცნობს.
ჯერჯერობით უცნობია ვინ ითამაშებს ვიქტორია ბექჰემის როლს. რაც შეეხება თავად ბექჰემს, ტომ კრუზი მისი სახის განსასახიერებლად ჯეისონ სტეტჰემისა ან პოლ ბეტანის მოწვევას აპირებს.
ამ როლის თამაშზე ტომმა უარი შეგნებულად განაცხადა, რადგან მიხვდა, რომ გრიმიორებს ძალიან გაუჭირდებოდათ მათი დამსგავსება.
თუ ეს პროექტი პრაქტიკაში განხორციელდა, ფილმის გადაღება მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება.