https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დანაშაული ერის წინააღმდეგ _ პარლამენტმა ეკოლოგიური დივერსია დააკანონა!

15:03; 22.03.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ჩვენ გავყიდით ყველაფერს, გარდა სინდისისა!”,  _ განაცხადა ერთ მშვენიერ დღეს კახა ბენდუქიძემ. მას შემდეგ არც ისე ცოტა დრო გავიდა. უამრავი უკანონო და არასინდისიერი გაყიდვების მომსწრე გახდა ქართული საზოგადოება, მაგრამ კანონი რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ყოველგვარ გონიერ და სინდისიერ ზღვარს ცდება. “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში  შეთანხმებას ეხება, ფაქტობრივად ეკოლოგიური დივერსიის დაკანონების ტოლფასია.

მუხლი 57-ე, მე-10 პრიმა

შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

1. დაინტერესებული  პირის  მიმართვის  საფუძველზე,  საქართველოს  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  სფეროში  შეთანხმებით  გათვალისწინებულ  პერიოდში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.

2. შეთანხმება იდება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდით.

3. შეთანხმების დადების დღიდან პირს შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი  რესურსებით  სარგებლობის  სფეროში ჩადენილ/განხორციელებულ ქმედებებზე სახელმწიფოს და/ან  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება  სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის რაიმე  სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, ჯარიმა და/ან ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

4. დაუშვებელია პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  სფეროში ჩადენილი/განხორციელებული  ქმედებების  შემოწმება  და  სამოქალაქო  და/ან ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის,  მათ  შორის  რაიმე  სახის  ვალდებულების, მოსაკრებელის, ჯარიმის და/ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება სახელმწიფო და/ან ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოების  მიერ,  გარდა  იმ  შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

5. შეთანხმების დადებიდან  მის  გაუქმებამდე  პერიოდში  ამ  მუხლის  მე-3  პუნქტით გათვალისწინებული  ვალდებულებების  და  პასუხისმგებლობების  მიმართ კანონმდებლობით  დადგენილი  ხანდაზმულობის  ვადების  დინება  შეჩერებულად ითვლება.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე _ “თავიდან, როცა ეს კანონპროექტი შემოიტანეს პარლამენტში განსახილველად, მეგონა, რომ ხუმრობა იყო. თავმოყვარე მინისტრი, გოგა ხაჩიძეს ვგულისხმობ, ასეთი სამარცხვინო კანონის მიღების შემდეგ გადადგებოდა!

ზემოაღნიშნულ კანონებში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაინტერესებულ პირსა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება დაიდოს შეთანხმება განუსაზღვრელი ვადით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, რომლის მიხედვითაც შეთანხმების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად სახელმწიფოსათვის გადახდილი გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ.”

კანონის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმების დადების დღიდან, პირს არ დაეკისრება არანაირი სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია მის არამართლზომიერ საქმიანობასთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “ეს ყველაფერი იმის საფასურად ხდება, რომ წინასწარ გამოანგარიშებული ზიანის თანხა ვიღაცამ გადაიხადოს კომპენსაციის სახით. ეს იცით რას ნიშნავს? ჩვენ გამოუსწორებელ ზიანს ვაფასებთ ფულად თანხად. იმ ზიანს, რომელსაც  თაობები საკუთარ თავზე იწვნევენ. ეს არის დანაშაული ერის წინააღმდეგ _ პარლამენტმა ეკოლოგიური დივერსია დააკანონა.”

იყიდება ლიცენზია ნებისმიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე!

ზიანის ჩამონათვალი, რომელსაც თაობები საკუთარ თავზე იწვნევენ, ასეთია: აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაინტერესებული პირი თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობებისაგან მთელი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, როგორიცაა მაგალითად: წყლის ობიექტის, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის  (მათ შორის დაცული ტერიტორიების საზღვრებში) თვითნებური დაკავება; მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა; მიწის გაუვარგისება საწარმოო და სხვა ნარჩენებით და მისი ჩამდინარე წყლით დაბინძურება; დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიწების არამიზნობრივი გამოყენება და მათ საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება; დაცული ტერიტორიების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა; მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისას ნიადაგისა და წყლის გაუვარგისება; წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან ლიცენზიის პირობების დარღვევით; წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა; წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევა და წყალსარგებლობის წესების დარღვევა; ზღვის დაბინძურება, მათ შორის შხამქიმიკატებითა და ნავთობით; ტყითსარგებლობის წესებისა და მოთხოვნების დარღვევა; ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების ან ტყის ხანძრისაგან დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების მოთხოვნათა დარღვევა; ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და CITES-ის კონვენციის დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა; გარემოს დაცვის ნორმების დარღვევა;  ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ნორმების გადამეტებით; ქიმიურ საშუალებათა გარემოში გამოყენების ნორმების დარღვევა და მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა; ტყვიაშემცველი ბენზინის იმპორტი და რეალიზაცია; საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე ან გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა; გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების დარღვევა; გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, მათი გამრავლების არეალების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება და ჰიბრიდიზაცია; საქართველოს “წითელ ნუსხაში შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი დატყვევება; უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ვაჭრობა; თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღითა და ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებებით უკანონოდ შესვლა; ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა; თვითმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევა; თვითმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება; სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და სხვა.

ვემშვიდობებით ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს…

ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შევიდა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ მაშინ განაცხადა, რომ არცერთი გარემოსდაცვითი ორგანიზაციიდან არ მოუსმენია რაიმე სახის შენიშვნა კანონპროექტის განხილვის დროს.სინამდვილეში, ამ კანონპროექტის საზოგადო განხილვა არც მომხდარა, რითაც უხეშად დაირღვა საერთაშორისო კონვენციები. ნინო ენუქიძისვე განცხადებით, ეს ცვლილებები ეხება წარსულ დროში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცაღა კანონში რაიმე სახის მინიშნება წარსულ დროზე, არ არის გაწერილი.

ორჰუსის ცენტრი საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებს როგორც ეუთო-ს პროექტი “გარემო და უსაფრთხოების ინიციატივის” ფარგლებში, თავის დასკვნაში წერს: “აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი საზოგადოების მონაწილეობა, როგორც ამას მოითხოვს ორჰუსის კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც ქვეყანას ნაკისრი აქვს ვალდებულება, რომ უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა ისეთი აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად საველდებული ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებისას, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ გარემოზე. ამავე მუხლის მიხედვით საზოგადოების ჩართვა უნდა ხდებოდეს აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების ადრეულ ეტაპზე, სანამ არჩევანის გაკეთება ჯერ კიდევ შესაძლებელია.”

გარდა იმისა, რომ დაირღვა საერთაშორისო კონვენციები, რომლის თანახმადაც ქვეყანას ნაკისრი აქვს სხვადასხვა სახის ვალდებულებები, ზემოაღნიშნული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლის მიხედვითაც “ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში” (მუხლი 37).

ორჰუსის ცენტრის დასკვნის მიხედვით: კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის ორჰუსის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ,  გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (რომელიც მოითხოვება გარემოზე ზემოქმედების ნებართვით) გარეშე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ისპობა კონკრეტული საქმიანობების შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების  მონაწილეობის შესაძლებლობა და ამით ირღვევა ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლი. ასევე ირღვევა ამავე კონვენციის გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ვალდებულებაც, რადგან გარემოზე ზემოქმედების ნებართვისა და ჰაერში გაფრქვეული თუ წყალში ჩაშვებული ნივთიერებების შესახებ სტატისტიკური ანგარიშგებისაგან პირის გათავისუფლების შემთხვევაში, შეიზღუდება ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ (მუხლი 4-5).  აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის მიხედვით იზღუდება კონვენციით განსაზღვრული საზოგადოების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლებაც (მუხლი 9), რადგან აღნიშნული შეთანხმებების გასაჩივრება, კანონპროექტის მიხედვით, არ არის დასაშვები. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ასეთი ჩანაწერი კანონში არ აძლევს საშუალებას საზოგადოებას მიმართოს სასამრთლოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების სამართლიანობის დადგენის მიზნით.”

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კანონპროექტის არსებული სახით მიღებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი და შეუქცევადი ზიანი მიაყენოს გარემოს, და ასევე გაზარდოს პოტენციური კონფლიქტების რისკები კერძო სექტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

P.S. “გურია ნიუსი” აღნიშნულ კანონში შეტანილ ცვლილებეთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველ მოადგილეს, ნინო ენუქიძეს, რომელთანაც ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

09:34; 15 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

09:12; 15 სექტემბერი, 2026

"ქართული ოცნების" ოფისის გახსნას ივანიშვილი არ დასწრებია

ჩოხატაურში, "ქართულ ოცნების" საარჩევნო შტაბს გოჩა ჯიქია უხელმძღვანელებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლაშა ტუღუში – კულტურის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომელსაც არ აქვს ამ სფეროში გამოცდილება, ნიშნავს რეპრესიებს

14:17; 15.09.2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15.09.2026
პოლიტიკა

საპენსიო შენატანების ვალდებულების დარღვევისთვის დაკისრებულ ზოგიერთ ჯარიმაზე ამნისტია ცხადდება

13:35; 15.09.2026
საზოგადოება

„ტექნიკური ხარვეზი“ მრავალათასიან ტენდერში _ რა შეცდომა გაეპარა ჩოხატაურის მერიას ბახმაროს სტადიონის პროექტში

13:31; 15.09.2026
საზოგადოება

„საქსტატი“ – 2026 წლის II კვარტალში, საშუალო ხელფასი 8%-ით გაიზარდა და 2389 ლარი შეადგინა

13:22; 15.09.2026
საზოგადოება

ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე-  STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ  

11:27; 15.09.2026
პოლიტიკა

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

11:15; 15.09.2026
საზოგადოება

“გთხოვთ გურიკამდე მიმიყვანეთ” _ გურამ დადიანიძის დედა მიმართვას ავრცელებს

11:01; 15.09.2026
ფინანსები

ვის შეეხება ქონების გადასახადის ცვლილება? – 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება

10:51; 15.09.2026
სამართალი

ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

9:36; 15.09.2026
პოლიტიკა

,,ბიძინას ეს ტრიუკი უკვე ძალიან არასერიოზულად გამოიყურება“ – მერაბ მეტრეველი

9:34; 15.09.2026
საზოგადოება

“ეს ნიშნავს, რომ სულ მალე გვექნება ევროპული სტანდარტების საგანმანათლებლო სივრცე” _ ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა

9:18; 15.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძე: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, სკოლის დირექტორებს, სტუდენტებსა და სრულიად საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

9:14; 15.09.2026
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანება უკეთეს კოორდინაციას უზრუნველყოფს

9:12; 15.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო