არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდა ადვოკატების" ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიკა არევაძე ძალიან ყურადსაღებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის შესახებ ქართველმა კრედიტორ- მოვალეებმა თითქმის არაფერი იციან.
ადვოკატის თქმით, ბანკის მოვალე არა თუ სამართლებრივ პასუხისმგებლობას უნდა გაექცეს, არამედ ბანკის წინააღმდეგ თავად უნდა შეიტანოს შესაგებელი სარჩელი.
"როდესაც ბანკის კლიენტის მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა, ხოლო ამ ვალდებულების შესრულებიდან გასულია 3 წელი, სესხი უკვე ხანდაზმულია. თუ ბანკი სასამართლოს მიმართავს, ასეთ შემთხვევაში მოვალე არ უნდა გაექცეს სასამართლოს, პირიქით, უნდა შეიტანოს შესაგებელი სარჩელი და გამოცხადდეს პროცესზე.
ხშირად კლიენტმა არ იცის, რომ სესხი არის ხანდაზმული, ბანკი სასამართლოს მიმართავს, კლიენტი არ ესწრება სასამართლოს და მოსამართლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბანკის სასარგებლოდ გამოქვს და ხანდაზმული სესხის გადახდას კლიენტს აკისრებს, ამის შემდეგ უკვე აღსრულების, ანუ თანხის ამოღების პროცესი იწყება. ცხადია, ბანკის წარმომადგენელი არ აცხადებს, სასამართლოზე, რომ სესხი ხანდაზმულია. ამიტომ კლიენტი უნდა დაესწროს სასამართლოს, განაცხადოს პროცესზე, რომ ბანკი უკვე ხანდაზმული სესხის გადახდას ედავება და მის გადახდას აღარ აპირებს. კანონს თუ დავეყრდნობით, სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს", – აცხადებს არევაძე.