https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გახსოვდეთ: ხელისუფლებანი იცვლებიან, ხალხი რჩება!

2:03; 26.03.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბაზა მხოლოდ შიდა მოხმარებისაა _ “გურია ნიუსის” საკუთრებაა და მასში შედის მონაცემები გაზეთის გამომწერების დაბადების თარიღის, სამუშაო ადგილისა და სხვა მონაცემების შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი აუდიტორიის საჭიროებები, სურვილები, მოლოდინები და უკეთ მოვემსახუროთ მკითხველს. ასევე, დისტრიბუტორებს ვთხოვეთ, მკითხველის პირადობის მოწმობის ნომრის ჩაწერაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერს სურვილი აქვს ჩაერთოს ჩვენს ახალ პროექტში _ ნიუს ქარდი. ნიუს ქარდი პლასტიკური ბარათია, რომლითაც გაზეთზე ხანგრძლივვადიანი ხელმომწერი მიიღებს ფასდაკლებებს, როგორც ჩვენს მომსახურებებზე, ასევე, სხვადასხვა ბიზნესპარტნიორების სავაჭრო ობიექტებში. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა აქციები, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ პლასტიკური ბარათი მფლობელები მიიღებენ. ამგვარი აქციები მთელი მსოფლიოს მედიაში ჩვეულებრივი და სასიამოვნო მოვლენაა და მკითხველთა ლოიალურობის გაზრდას ემსახურება. ეს პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრებით, IREX-ის G-მედიას პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, თუმცა, მანამდე, საპროექტო წინადადების შემუშავების, კონკურსში მონაწილეობის, გამარჯვების, ვაშინგტონში დამტკიცების პროცედურები გაიარა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ პროექტი კარგა ხნით ადრე მომზადდა და დაიწყო, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური ცის კაბადონზე “ქართული ოცნება” გამოჩნდებოდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტიდან, ყველაზე გულუხვად, ხელისუფლება იკვებებოდა.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა გადაწყვიტა და მმართველ გუნდს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა, “ნაციონალურმა ხელისუფლებამ” ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა ის ინსტიტუტი და სისტემა აამუშავა, რომელსაც სწორედ ამ მიზნით ქმნიდა 9 წლის მანძილზე _ სრულიად უფუნქციო თვითმმართველობები, რომლებიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების პოლიტიკური შეხედულებების დასადგენად, საარჩევნო ხმების მოსაგროვებლად სჭირდება; სკოლები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით საჯარო დაწესებულებებია, კანონის აშკარა დარღვევით “ჩაკეტილ დაწესებულებებად” აქცია; სკოლის დირექტორებს “საპყრობილის მცველის” ფუნქცია მიანიჭა, მასწავლებელს კი, რომელსაც “ერის მოძღვრად” მიიჩნევდა საზოგადოება, ყვითელ ავტობუსებში და საარჩევნო კომისიებში დესანტად მიუჩინა ადგილი; ამოქმედდა დასმენების, მიზანმიმართული ჭორისა და დეზინფორმაციის მთელი ქსელი, რომელსაც პოლიტიკურ პოლიციად მოვლენილი კონტროლის პალატა, პროკურატურა, სოდ-ი, კუდ-ი, პოლიცია ადამიანების ერთმანეთისადმი უნდობლობის, დაუძლეველი შიშის, პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის გასაღვივებლად იყენებენ. ამგვარი ტოტალური დაშინების და გადაკიდების მიზანი მოქალაქეების პოლიტიკური პროცესებიდან გარიყვა, კონსტიტუციურ უფლებებზე უარის თქმაა.

ამგვარ “ნაციონალურ სცენარში” ვერ ეწერებიან მედიაორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ აუდიტორიას რეალური ფაქტები, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ, საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემები განიხილონ, დაიცვან მოქალაქეთა ფუნდამენტური _ მათ შორის, გამოხატვის, ინფორმაციის მიღების პოლიტიკური შეხედულებების ქონის, თავისუფალი არჩევის უფლებები… პროპაგანდისა და სრულიად უპასუხისმგებლო ცილისწამებების გავრცელებით დაკავებული მედიასაშუალებებისგან განსხვავებით.

“გურია ნიუსის” დისტრიბუტორების მიმართ პერმანენტული ზემოქმედების შესახებ, ჩვენი მკითხველი კარგადაა ინფორმირებული; დღეს კი გესაუბრებით იმ ფაქტის შესახებ, რომელსაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში ჰქონდა ადგილი; თუ როგორ ცდილობს სკამს და ხალხის ხარჯზე მისაკუთრებულ კეთილდღეობას ჩაბღაუჭებული ხელისუფლება ბუზი სპილოდ აქციოს, თანასოფლელები _ მტრებად, დემოკრატიული ღირებულებები კი, ფარსად!

გასულ კვირას, ჩვენი კოხნარელი დისტრიბუტორის _ ნინო ანდღულაძის წერილი მივიღეთ: “ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ და საზოგადოებას უკეთ გააგებინოთ, რისთვის გახდა საჭირო მკითხველის პირადობის მოწმობის ნომრების ჩაწერა და მათი სხვა მონაცემების შეგროვება. სოფელში აღარ მეცხოვრება, ყველა გადაგვეკიდა _ სოფლის რწმუნებულიდან დაწყებული, სკოლის დირექტორის ჩათვლით… ყველა მოღალატედ მთვლის. მთელი ოჯახი ვნერვიულობთ. სამსახურს სიმწრით ვეღირსე ქალბატონი ნინო ბარამიძის და აწ გარდაცვლილი ბონდო ანდღულაძის დახმარებით და ახლა გათავისუფლებით მემუქრებიან”, _ აღნიშნულია წერილში.

ჩვენ ვეცადეთ საფუძვლიანად გაგვერკვია, თუ რა ხდებოდა კოხნარში და უახლოეს ხანში, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას ისევ ვგეგმავთ.

ნატო გოგელია, “გურია ნიუსის” ჟურნალისტი: _ შევხვდით ყველა მხარეს და მოსახლეობის დიდ ნაწილს. როგორც გაირკვა, ნინო ადღულაძის მეუღლე, მასიკო გიორგაძე “ეროვნული ფორუმის” მხარდამჭერია. მან გასული წლის ნოემბერში, ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, ხელმოწერები უსასყიდლოდ შეაგროვა. რამდენიმე დღის წინ, გიორგაძე კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კოხნარში პრობლემები _ როგორც გავარკვიეთ, ვიღაცამ მიზანმიმართულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგაძის მეუღლის _ “გურია ნიუსის” დისტრიბუტორის მიერ ჩვენთვის შეგროვებული მონაცემები, პროკურატურაში მოხვდა და უფრო მეტიც, ის პოლიტიკური მიზნებისთვის იქნა გამოყენებული. თუმცა, “ჭორის გამავრცელებელს” გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი _ “გურია ნიუსის” ბაზისთვის პიროვნების ხელმოწერა საჭირო არ იყო.

_ ხელსაც აწერინებდა, ზოგსაც პირადობები გამოართვა. ვისაც გამოართვა, იმათ იცოდნენ, რომ “გურია ნიუსისთვის” იყო საჭირო, თუმცა, გაირკვა, რომ ეს მონაცემები და ხელმოწერები ივანიშვილთან აღმოჩნდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზაურ გვენეტაძემ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია.

_ ბატონო ზაურ, ვინ თქვა, რომ ჩვენთვის გაკეთებული ხელმოწერები ივანიშვილთან აღმოჩნდა?

_ ვინც მოაწერა ხელი. ზოგმა თქვა, მე არ მინდოდა “გურია ნიუსი”, მაგრამ ამას (მასიკო გიორგაძეს გულისხმობს. ნ. გ.) გამოუწერია. საიდან მოხდა და როგორ მოხდა, არ ვიცითო.

_ რას ნიშნავს, არ უნდოდა და გამოუწერა?

_ არ უკითხავს ჩემთვის, ისე წაუღია პირადობაო (?!) ბევრმა თქვა, _ გვითხრა გვენეტაძემ, თუმცა, ამის მთქმელი ერთი ადამიანიც ვერ დაგვისახელა.

“გურია ნიუსმა” კარდაკარ ჩამოიარა კოხნარში ყველა ხელმომწერი და ყველა მათგანის პასუხი ერთნაირი იყო:

_ ხელი არაფერზე მოგვიწერია, პირადობის მოწმობის ნომერი ჩვენი თანხმობით მივეცით, რადგან ვიცით, რომ “ნიუს ქარდის” აქციებში უნდა ჩავერთოთ, _ ამბობენ ჩვენი ხელმომწერები.

ნინო ანდღულაძე ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ მის ოჯახს დიდი ხანია პრობლემები აქვს. ქალბატონი ნინო, რომელიც საუბრის დროს ცრემლებს ვერ იკავებს, აღნიშნავს, რომ სოფელში ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებს ხმებს, თითქოს, მათ ხალხი შეცდომაში შეიყვანეს და “გურია ნიუსის” სახელით ხელწერები ბიძინა ივანიშვილისთვის გააკეთებინეს.

_ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შევარდნაძის დროიდან არიან ხელისუფლებაში. მაშინ ჩვენ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები ვიყავით და ამის გამო, სამსახურიდანაც კი გამათავისუფლეს. 2003 წელს, პლაკატებს ვაკრავდით და ესენი ხევდნენ. გაიმარჯვეს “ნაციონალებმა”, თუმცა, ჩვენს არავის გავხსენებივართ _ სათავეში ის ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც მაშინ პლაკატებს ხევდნენ და გვავიწროვებდნენ. ამდენი ხანია, ასეთ დღეში ვართ. ჩემი მეუღლე, გამგებლის მოადგილის, გია გიორგაძის ბიძაშვილია. ვიღაცამ გიას დაურეკა, შენი ბიძაშვილი ოპოზიციის ხმებს აგროვებსო. ღამე ამოვიდა გია ჩვენთან: _ ბიძაშვილი ხარ ჩემი და რას მიკეთებო… პედიატრ ვახტანგ გაჩეჩილაძესთან, რომელიც ოპოზიციიდან საკრებულოს დეპუტატია, სამკურნალოდ შვილიშვილი ჩავიყვანეთ და კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ისიც კი ჰკითხეს ჩემს მეუღლეს, მასთან რატომ მიიყვანეთო! შვილი გავუშვი ჯარში, იქიდან კი ჰეპატიტით დაავადებული დამიბრუნდა, მაგრამ ერთი თეთრით არ დაგვხმარებია არავინ. ამ სამსახურის გამო ყველა შევაწუხე. როგორც იქნა ვეღირსე მზარეულის ადგილს, მაგრამ ახლა, მოხსნით მემუქრებიან. ყველაფერი ჩვენთვის რატომ უნდა შეიზღუდოს?! კორნელი კუკულავა გვეხვეწებოდა, მომეხმარეთ არჩევნებზე და სამსახურს აუცილებლად დაგაწყებინებთო. გაიმარჯვა და დაივიწყა დაპირება. სხვის სახლში ვცხოვრობთ. 6 თვე მქონდა სოციალური დახმარება, მერე შემიწყვიტეს, იმის მერე ქულები მემატება და მემატება! არადა, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. დახმარებები იმათ ეძლევათ, ვინც დასაქმებულია. ეს უსამართლობაა! _ ამბობს ანდღულაძე.

ნინო ანდღულაძე ყვება, რომ ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მეუღლე კონტროლის პალატაში დაიბარეს: _ როცა გახმაურდა, რომ მასიკო დაიბარეს, გზაში შემხვდა სკოლის დირექტორი, გზიდან მომაბრუნა და მითხრა: როგორ გაბედეთ ჩემი მოტყუება, რისთვის წაიღეთ ჩემი პირადობის მოწმობა, სამსახური არ დავკარგო, იცოდეო. ამას ბევრი ისმენდა. მე ტყუილი არავისთვის მითქვამს… გაზეთის ელექტრონული მონაცემთა ბაზისთვისაც ხელმოწერა არავის გაუკეთებია, რადგან არ იყო ამის აუცილებლობა. სოფლის რწმუნებულის _ ჟიფო ცინცაძის ოჯახის წევრები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჩვენს მიერ შეგროვებული მონაცემები პროკურატურას გადაეცა, _ ამბობს ანდღულაძე.

მისი და მისი მეუღლის თქმით, “გურია ნიუსის” მონაცემთა ბაზით საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე და გამგებლის მოადგილე, გია გიორგაძეც დაინტერესდნენ:

_ როდესაც კონტროლის პალატის უწყება მოვიდა, ჩემი მეუღლე სიტუაციის გასარკვევად გამგეობაში მივიდა. ანტონ ხუნდაძემ არ იცოდა, მე თუ ვავრცელებდი სოფელში “გურია ნიუსს” და მასიკოს ჰკითხა, ხომ არ იცი, ვინ აგროვებს მონაცემებს “გურია ნიუსისთვის” და რაში სჭირდებათო?! ისიც უთხრეს, ფრთხილად იყავით, შენმა მეუღლემ სამსახური არ დაკარგოსო, _ აღნიშნა ანდღულაძემ.

ანტონ ხუნდაძე მასიკო გიორგაძესთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა, ამბობს, რომ “გურია ნიუსზე” საუბარი არ ყოფილა. ხუნდაძის განმარტებით, არც სამსახურიდან გათავისუფლებით დამუქრებია გიორგაძის მეუღლეს:

_ გეტყობათ, რომ კარგად არ მიცნობთ, არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმეს სამსახურიდან გაგდებით დავემუქრო, _ გვითხრა ხუნდაძემ.

გია გიორგაძე კი ამბობს, რომ ბიძაშვილი დიდი ხანია არ უნახავს: _ როცა გამგეობაში მოვიდა, შევხვდი და გამარჯობა ვუთხარი, მეტი საუბარი მასთან არ მქონია, _ აღნიშნა გამგებლის მოადგილემ.

ნინო ანდღულაძესთან საუბრის ფაქტს უარყოფს კოხნარის სკოლის დირექტორიც ნანა ახალაძე, რომელმაც, თავს იმის უფლებაც კი მისცა, რომ სკოლის ტერიტორიაზე ყოფნა აგვიკრძალა: _ შეკითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ, _ გვითხრა ახალაძემ.

_ ეს კითხვები სკოლას არ ეხება.

_ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ, რომ რესურსცენტრთან და სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე სკოლის ტერიტორიაზე არავის შემოშვების უფლება არ გვაქვს.

_ რას ნიშნავს შეთანხმების გარეშე შემოშვების უფლება არ გაქვთ? რომელი კანონის საფუძველზე?

_ ბრძანების ნომერს ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ გინდ დეპუტატი იყოს, გინდ _ გუბერნატორი, სკოლის ტერიტორიაზე ვერავინ ვერ შემოვა!

_ რის საფუძველზე, რაღაც სამართლებრივი დოკუმენტი ხომ უნდა არსებობდეს?

_ არსებობს, რა თქმა უნდა. თქვენც ხომ გაქვთ ჟურნალისტური ისა (საუბრის სტილი დაცულია. ნ. გ.), მეც მაქვს ის მუხლი ჩანიშნული, რომლითაც არ გაქვთ შემოსვლის უფლება.

ახალაძემ, რომელსაც თავი “ერთიცახა მეფედ” წარმოუდგენია, კანონს დაუფიქრებლად არღვევს, მოქალაქის, დეპუტატის, გუბერნატორის უფლებებს არ ცნობს, საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და სკოლის ტერიტორიის დატოვება გვთხოვა. თუმცა კითხვაზე, თუ რა პრეტენზიები ჰქონდა ნინო ანდღულაძესთან, პასუხის გაცემა მაინც მოუხდა _ მან გვიპასუხა, რომ ამ ქალბატონთან მას არანაირ თემაზე არ უსაუბრია და მისთვის არც პირადობის მოწმობის ნომერი მიუცია!

სოფლის რწმუნებულის, ჟიფო ცინცაძის თქმით, მას ანდღულაძესთან და მის ოჯახთან პრობლემები არ აქვს: _ ნინოსთვის არაფერი მითქვამს, არანაირი შეხება მასთან არ მქონია. არ მახასიათებს მასეთი რამ. ცრუ ინფორმაციას ნურავინ გაავრცელებს.

_ ქალბატონო ჟიფო, რა პრობლემები შეიქმნა ჩვენი გაზეთის ბაზისთვის მონაცემების შეგროვების გამო? როგორც გვითხრეს, თქვენ მიზანმიმართულად გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ჩვენთვის გაკეთებული ბაზა, მკითხველის პირადი მონაცემებით, ჯერ ივანიშვილთან, შემდეგ კი პროკურატურაში აღმოჩნდა. ის ადამიანები, რომლებიც “გურია ნიუსის” მკითხველები არიან, ამბობენ, რომ მხოლოდ პირადი ნომრები გასცეს და ხელი არაფერზე მოუწერიათ… რამ გამოიწვია ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება?

_ როგორ გეკადრებათ?! მე არავისთვის არაფერი მითქვამს. მკითხეს ამის შესახებ. დაინტერესდნენ რა ხდებოდა, რატომ შეაგროვა მასიკომ მონაცემები. ეს შეკითხვა ჩემმა შვილმაც დამისვა, რადგან მასიკოს მანაც მისცა პირადობის მოწმობის ნომერი. ჩვენ ერთი თვეა, რაც გაზეთი გამოვიწერეთ.

_ როცა თქვენი შვილი ჩვენს დისტრიბუტორს პირადობის მოწმობის ნომერს აძლევდა, არ დაინტერესდა რატომ იყო ეს საჭირო?

_ კი და მასიკოს უთქვამს, გაზეთი რომ გაქვს გამოწერილი, იმიტომო. ჩემმა შვილმა შესთავაზა, რომ პირადობა ჩემთვის ან მამამისისთვის გამოერთმია, მაგრამ მასიკოს უთქვამს, სად ვეძებო დედაშენი და მამაშენი, აგერ ხარ და მომეციო.

_ თქვენი შვილი ხომ სრულწლოვანია?

_ კი.

_ მან ხელი რაიმეზე მოაწერა?

_ არა, ნამდვილად არა. არც არავის არ აქვს ხელი მოწერილი. როცა ჩემმა შვილმა მკითხა რისთვის დასჭირდა პირადობის მოწმობაო, როცა იგივე მითხრა სკოლის დირექტორმა, დავინტერესდი და მასიკოს ვკითხე, რა ხდებოდა. მან კი ამიხსნა, რომ ეს გაზეთს სჭირდებოდა, რომ კეთდებოდა ბარათები და იქნებოდა ფასდაკლება, რაც მისასალმებელია, _ ამბობს სოფლის რწმუნებული.

რეალურად კი საქმე იმაშია, რომ კოხნარი ის სოფელია, საიდანაც ივანიშვილის და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, გურიაში ყველაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. ხელისუფლებაც განრისხდა და ახლა ყველაფერს კადრულობს, რომ სოფელი _ რწმუნებულს, რწმუნებული _ სოფელს, “მიშისტები” _ “ბიძინისტებს”, სკოლის დირექტორი _ კანონს, ყველა ერთად კი, თავისუფალ არჩევნებს და გაზეთს გადაჰკიდოს. ეს რომ ასეა, ისიც ადასტურებს, რომ ივანიშვილის უფლებების აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს კოხნარში “თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერები _ ფიქრია გიორგაძე და მისი მეუღლე, გიორგი შათირიშვილიც აგროვებდნენ. ფიქრია გიორგაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელმოწერების შეგროვების გამო, სოფლის ხელმძღვანელი ხელმომწერებს დაემუქრა: _ დეკემბრის შუა რიცხვებში გავაკეთეთ ხელმოწერები. მეორე დღეს, როცა ჯერ კიდევ არ მქონდა ისინი პარტიაში მიტანილი, მითხრეს, რომ სოფლის რწმუნებული, ჟიფო ცინცაძე ამ ხელმოწერილი ბლანკების უკან დაბრუნებას ითხოვდა. ასე უთქვამს, მე მომიტანოს და ორ იმდენს გადავუხდი, რასაც პარტიაში აძლევენო. ათი იმდენიც რომ შემომთავაზონ, მაგის გამკეთებელი არ ვარ. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი პრობლემა: ცინცაძემ სოფელი შეკრიბა და გააფრთხილა, რომ ვინც ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელი მოაწერა, ვერც დახმარებას მიიღებდა და ვერც პენსიას! _ გვითხრა გიორგაძემ.

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს ჟიფო ცინცაძე: _ არავისთვის არაფერი მითქვამს. არც მქონდა ამის უფლება. ყველას აქვს თავისი აზრი და როგორც უნდათ, ისე გამოხატავენ. როცა გიორგაძემ და შათირიშვილმა ხელმოწერების შეგროვება დაასრულეს, ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ერთი კი არა _ რამდენიმე, და მითხრეს, რომ არ მოაწერეს ხელი, რადგან არ იცოდნენ ვინ იყვნენ. მე მათ გარკვევით ვუთხარი, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. საერთოდ არ ვიცნობ არც ფიქრიას და არც მის მეუღლეს, _ ამბობს ცინცაძე “გურია ნიუსის” ჟურნალისტთან საუბარში. ამ საუბრების და შეხვედრების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები რედაქციაში ინახება.

ბუნებრივია, როცა მოსახლეობა მასობრივად ხელს აწერს ნებისმიერი პირის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, მოთხოვნაზე ხელმომწერთა ვინაობა, პირადი ნომრები, მისამართები, ხელმოწერები სახელმწიფო სტრუქტურაში _ პარლამენტში, სამოქალაქო რეესტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედის… ასე რომ, “პროკურატურაში დანოსების” შეტანის აუცილებლობა სულაც არ არსებობს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლოც, პარლამენტიც, სამინისტროც და თვითმმართველობაც ერთი ხელით იმართება და იმგვარი უწყინარი ინფორმაცია, როგორც პირადი ნომერია, ყველასთვის ღიაა.

აი, ასეთია “დემოკრატიულობანას” ფარდის მიღმა არსებული რეალობა, ასე გადიან ტესტს მაღალჩინოსნები საზოგადოების “სიცრუის დეტექტორზე”, ასე უფასურდება “ნაციონალური ტელევიზიების” ეკრანებიდან მოქადაგე მაღალჩინოსნების ღაღადი თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის შესახებ.

სამწუხაროდ, ჯერ ისევ თვალისმომჭრელად ირეკლავს თავისუფლების მზის სხივებს “შინსახკომური” პენსნე და ისევ კბილებში ცრის “პარტიული მუშაკი” თავზარდამცემ სიტყვებს: “ყველაფერს ვხედავთ! ყველაფერს ვუსმენთ!”

საპასუხოდ, ღირსეულმა საზოგადოებამ თავის მართლებას, სხვებისთვის გადაბრალებას, მოყვასის გამეტებას კი არ უნდა მიმართოს 30-იანი წლების მსგავსად, არამედ, უფრო გაბედულად უნდა განაცხადოს: დიახ, მაქვს უფლება, მოვითხოვო ჩემი და სხვისი უფლებების დაცვა! დიახ, მაქვს უფლება მხარს ვუჭერდე ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიის! დიახ, მაქვს უფლება, უკეთ მემსახუროს ჩემ მიერ დაქირავებული ხელისუფლება! დიახ, მაქვს უფლება, მოვითხოვო სამართლიანი არჩევნები!

რაც შეგვეხება ჩვენ _ “გურია ნიუსი” თანამშრომლების შერჩევისას, არასდროს ინტერესდება, თუ როგორია მათი ოჯახის წევრთა პოლიტიკური შეხედულებები, მხატვრული გემოვნება, მკურნალი ექიმის პარტიული კუთვნილება, ფეხის ზომა, თმის ფერი… ჩვენ შეხედულებების, რწმენის, გამოხატვის, პოლიტიკაში ნებისმიერი პირის ჩართვის, არჩევნის თავისუფლების მომხრეები და დამცველები ვართ. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები კოხნარში; და თუ თუნდაც ერთ ადამიანს პოლიტიკური შეხედულებების გამო, სოციალური დახმარება, პენსია, ჯამაგირი მოეხსნება ან სხვა სახის მორალური თუ ფიზიკური საფრთხე შეექმნება, გვერწმუნეთ, ამ ამბავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მივაწვდით და მისი უფლებების დასაცავად სტრასბურგსაც მივმართავთ.

ადგილობრივ ხელისუფლებას კი ვურჩევთ, რომ ასეთი მარტივი “ტრიუკები” უშედეგო და სამარცხვინოა _ გახსოვდეთ, ხელისუფლებანი იცვლებიან, ხალხი რჩება! და თუ “ერთი კაცის” “მართლმსაჯულების” და გამოკიდების გეშინიათ, შესაძლებლობა გაქვთ ხალხს შეაფაროთ თავი; მაგრამ თუ თავად ხალხი გამოგეკიდებათ, როგორც ამ სიტყვების ავტორი ამბობს, გამოსავლად “წყალში თავის დურთებაღა” დაგრჩებათ!

P.S. გაზეთი დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩვენმა წყარომ გვაცნობა, რომ ხელისუფლებამ, ჩვენი კორსპონდენტების კოხნარიდან წამოსვლის შემდეგაც გააგრძელა მოსახლეობის ტერორი და რამდენიმე კოხნარელის დაშინება სცადა.

“გურია ნიუსი” ამ თემას ისევ მიუბრუნდება და ყველა სამართლებრივ გზას მიმართავს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რესპუბლიკელები ამერიკის ელჩის წარმომადგენელს შეხვდნენ

"განახლებული საქართველოს" ოფისი

ყველა სიახლე

ზაფრანი

სიყვარულს დაბადების საათი განსაზღვრავს

9:16; 27.12.2025
სამართალი

რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს

9:07; 27.12.2025
საზოგადოება

“გაითვალისწინეთ”- რა ხდება ამ წუთებში რიკოთზე

22:37; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა

22:23; 26.12.2025
პოლიტიკა

ვინ დააჯილდოვა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით

20:15; 26.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

19:58; 26.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26.12.2025
პოლიტიკა

ქეთევან ხომერიკმა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას მეთოდები დაუწუნა

18:20; 26.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26.12.2025
საზოგადოება

რა თანხა გამოუყო დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გურიაში მთავრობამ

18:01; 26.12.2025
პოლიტიკა

„მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ” განკარგულებაში ცვლილება შევიდა

17:41; 26.12.2025
სამართალი

პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

17:08; 26.12.2025
საზოგადოება

“ბაჩო აპირებდა პოლონეთში, ემიგრაციაში გაბრუნებას ლუკმაპურის საშოვნელად… საზღვარზე არ გაუშვეს” – რას ამბობს ანი ნადარეიშვილი

16:54; 26.12.2025
საზოგადოება

თოვა და ქარბუქი – როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

16:34; 26.12.2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო