მურმან დუმბაძე კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას შეურთდა. საზოგადოება „ბედნიერი საქართველოსთვის“ რიგებში პარლამენტის ვიცე-სპიკერთან ერთად მედეა ვასაძესაც იხილავს. ამის შესახებ დუმბაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ვიცე-სპიკერის თქმით, მთავარი, რითაც გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური გამოცდილებაა, რაც კიევის ყოფილ მერს მნიშვნელოვნად განასხვავებს ბიძინა ივანიშვილისგან. ჯერჯერობით მურმან დუმბაძეს უჭირს პარტიის ყრილობის თარიღის დაანონსება და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი საინიციატივო ჯგუფის შექმნა. ლეონიდ ჩერნოვეცკისთან შესაძლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს მედეა ვასაძე, თუმცა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიიღებს. კიევის ყოფილი მერის პარტიასთან მურმან დუმბაძის თანამშრომლობას არჩილ ხაბაძეც გამოეხმაურა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ახალშემქნილი პარტიის სოციალური მესიჯებისთვის კონკურენციის გაწევა „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved