დღეს, ლანჩხუთში გამგეობის სოციალური სამსახურისა და საკრებულოს შესაბამისი კომისიის ერთობლივი ინიციატივით სოლიდარობის აქცია "არა ძალადობას" გამართა, რომელსაც საკრებულოსა და გამგეობის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
"ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი მიუღებელია. დროა, ხმამაღლა გავაპროტესტოთ თითოეული მოძალადის ქმედება და ხალხს მოვუწოდოთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმაც და საკუთარი დამოკიდებულება ნახატებით გადმოსცეს.