https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ექვსასი მილიონი წლის ჭიაყელა _ ყველაზე მომგებიანი “შინაური ცხოველი”

1:04; 6.04.2012
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბევრ ადამიანს რომ ჰკითხო, რა არის ჭიაყელა, ზოგი ამრეზით დაიმანჭება და შეიძლება, ხალხური ანდაზაც შემოგაშველოს _ “ჭიაყელამ გაიწია და გაწყდაო”. მეურნე ადამიანმა კი იცის, რომ ჭიაყელა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს აკეთილშობილებს, თუმცა, მის ფენომენზე დღეს განსაკუთრებით ვრცლად ვისაუბრებთ.

ჭიაყელა (წვიმის ჭია) დედამიწაზე, თურმე, 600 მილიონი წლის წინ გაჩნდა და წარმატებით გადაიტანა დინოზავრების გადაშენების პერიოდიც კი. ის არის ყველაზე უძველესი და სიცოცხლისადმი შემგუებელი არსება. ამავე დროს, როგორც ფერმერები ამტკიცებენ, მსოფლიო მასშტაბით, არც ისე დიდი ხანია, რაც ყველაზე მომგებიანი “შინაური ცხოველი” გახდა. ვიდრე გურიის, კერძოდ, ოზურგეთის სინამდვილეში “ჭიაყელასთან შეჭიდების” ახალდაწყებულ “ილეთებსა” და მათ ავტორზე გესაუბრებოდეთ, მცირეოდენი ექსკურსს შემოგთავაზებთ ამ ცხოველის გაკულტურების შესახებ, რასაც სხვადასხვა წყაროები გვიამბობენ: ჭიაყელას “მოშინაურება” პირველად, გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკელ ექიმ თომას ბარეტს მოუვიდა აზრად. იგი დააკვირდა და შეამჩნია, რომ ნაკელი, რომელიც გადამუშავებული და გაფხვიერებული იყო ჭიაყელების მიერ და ჰუმუსად შეჰქონდა ნაყოფიერი ხეების ქვეშ, ძალიან ზრდიდა მოსავლიანობას. ამის შემდეგ, მას ჭიები სპეციალურად გამოჰყავდა ყუთებში, რომელსაც ავსებდა მიწით და ნაკელით. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს წამოწყება აიტაცეს ადგილობრივმა ფერმერებმა. მალე მათი დაკვეთით ბიოლოგებმა გამოიყვანეს ჭიაყელას ახალი ჯიში _ “კალიფორნიის წითელი ჭიაყელა”, რომელიც ახლა ფართოდაა გავრცელებული რუსეთში. საბჭოთა კავშირში კალიფორნიის ჭიაყელა გამოჩნდა 25 წლის წინ, როცა ის შემოიტანეს აღმოსავლეთ ევროპიდან უკრაინაში, მაგრამ მალე “პერესტროიკა” დაიწყო და ჭიაყელებისთვის არავის ცხელოდა.

მაინც როგორია შინაურ პირობებში ჰუმუსის წარმოების გამოცდილება, რომელსაც ჭიაყელასთან “დასაქმების” შემდეგ იღებ? _ ჰუმუსი, ეს არის ის, რაც რჩება მატლების (ჭიაყელების) ნიადაგში “გადავლის” შედეგად. ჰუმუსის მნიშვნელობა ვერ შეფასდება _ რა არის ამ მიწაზე უკეთესი? აქ არის ყველაფერი, რაც სჭირდება მცენარეს ზრდისა და ნაყოფის მოცემისთვის. ნერგი, შეიძლება, პირდაპირ ჩავრგოთ მასში, თანაც ერთი თვით ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ ვრგავთ. ოღონდ ეს ძვირი სიამოვნებაა, რადგან ბევრი დასჭირდება, ამიტომ სჯობს, მცენარის ძირს შემოვუყაროთ ირგვლივ. მერე კი, როცა გავძლიერდებით, ღმერთია მოწყალე, ყველაფერი ხომ, მაინც მისი ნებით გვაქვს? _ მიიჩნევს ჩვენი რესპონდენტი, ოზურგეთელი კოტე სარიშვილი.

მან “ჭიაყელების საამქროს” შექმნა პირველად გასულ წელს სცადა, როგორც თვითონ ამბობს, პრიმიტიული, მარტივი ფორმით და მიიღო შედეგი, რომლითაც გაკვირვებული დარჩა. ახლა კი ნახაზებში და სხვადასხვა ლიტერატურასა თუ საძიებლებშია ჩართული, რათა სხვაც გააკვირვოს და რა თქმა უნდა, დაასაქმოს. რაც მთავარია, ცივილური ფორმით ჭიაყელას ჰუმუსის მიღების საქმეში, ის პიონერი უნდა იყოს არათუ რეგიონში, არამედ საქართველოშიც. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რა სიახლე ჰუმუსია, ეს ხომ იგივე ნაკელია, ერთმანეთში არეულ-დარეული ნეშომპალა და მისთანები, რასაც ბუნება თავად გამოიმუშავებსო, მაგრამ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ბატონი კოტე ახლა იმ ფორმით მუშაობას აპირებს, რომ აამოქმედოს “ფაბრიკა-სამზარეულო” ჰუმუსის საწარმოებლად, სადაც ერთწლიანი ლოდინის ნაცვლად, მრავალი ჭიაყელას მეშვეობით და მათი კიდევ უფრო მოშინაურებით, ორიოდე თვეში მივიღებთ უნიკალურ ჰუმუსს, ისეთს, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანს ხელს ააღებინებს ნიადაგში შხამიანი, არაორგანული ნაერთების შეტანაზე და მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ხილსა და ბოსტნეულს დადებს საკუთარ სუფრაზე.

კოტე სარიშვილი: _ ჭიაყელა რასაც მიირთმევს და მერე გამოყოფს, არის ყველანაირად დადებითი და სასარგებლო ნივთიერება, მცენარისთვის ყველაზე კარგად დაბალანსებული, ბუნებრივი ანტიბიოტიკებით გაჯერებული. როცა ირგვლივ უყრი მცენარის ძირს, ფესვს უმაგრებს და იმუნიტეტსაც იმდენად უძლიერებს, რომ მას უკვე დაავადებები ნაკლებად უჩნდება. ჩვეულებრივი 100 გრამი აზოტოვანი სასუქი რომ ავიღოთ რაოდენობით და შემადგენლობით და დავაყაროთ რაიმეს, ჭიაყელასგან გამომუშავებული 20 გრამი ჰუმუსი უტოლდება მას, გაცილებით უკეთესია და ბუნებრივიც. აი, ეს არის უდიდესი უპირატესობა.

_ ბატონო კოტე, დააკონკრეტეთ, როგორ უნდა მივცეთ მცენარეს ჰუმუსი?

_ ჩვეულებრივად, ძირთან მუჭით შემოვაყრით.

_ თუ ქვეშ უვარგისი მიწა აქვს მცენარეს?

_ თავის როლს მაინც შეასრულებს და მთლიანად თუ შიგ ჩავრგავთ, ამას რა სჯობს? თუმცა, ეს ძვირი სიამოვნებაა, რადგან ჯერ არ გვაქვს ასეთი რაოდენობით, რომ ყველას და ყველაფერს ეყოს. ხალხს მაინც ის ურჩევნია, ამ გაჭირვების ჟამს, გადაიხადოს ძვირი აზოტში და მოწამლოს ნიადაგი და თან თავიც მოიწამლოს.

_ როგორ დაიწყეთ მუშაობა, რა ეტაპზე ხართ და მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენ ამ საქმის პიონერი გახდებით, გურიაში მაინც?

_ მე შარშან გავაკეთე ნიმუში, მაგრამ ახლა მინდა, გავაფართოვო და მივიღო მეტი ჰუმუსი. შედეგი ის იყო, რომ ერთ დღეს, შუადღით, როცა შევხედე ამოწვერილ ნათესს, ჯერ სარეველა მეგონა, დავასხი წყალი და მეორე დღეს 3-4 სმ სიმაღლის იყო უკვე. თვალებს არ დავუჯერე. ამ მეთოდით დროში და ხარისხში მოვიგებთ, თან ძალიან საგრძნობლად.

_ როგორ ააგეთ ჭიაყელას “პირველი საამქრო” და რა დრო დასჭირდა, რომ მიგეღოთ ამ საამქროდან პირველი ჰუმუსი?

_ ახლა მწყდება გული, თავიდან სურათები რატომ არ გადავუღე ამ ყველაფერს. თუმცა, მაინც ცდის დონეზე ვმუშაობდი და შედეგზე ვიყავი ორიენტირებული, ამიტომ სხვა არაფერზე ვფიქრობდი. თუმცა, უახლოეს მომავალში ამ ყველაფერს საინტერესო სახეს მივცემ და მოგიწვევთ კიდეც. ახლა გიამბობთ, როგორ გავაკეთე ეს ყველაფერი: ერთი დიდი ყუთი ოთხ თანაბარ ნაწილად გავყავი, ზომით 70X70X30. ერთ ნაწილში ვყრით მიწას და ზემოდან დავსვამთ ჭიაყელებს, მოფანტულად. სულ სჭირდება 300 ცალი ჭიაყელა. ბევრი არ გეგონოთ, ერთი ასანთის ყუთია სულ. მერე დაქუცმაცებული, სველი ნეშომპალათი მოვფარავთ. სისველე არ უნდა გადავაჭარბოთ _ ეს მასა ღრუბელივით გასაწური არ უნდა იყოს, საშუალო სისველე სჭირდება. კიტრის თუ კარტოფილის დაკეპილი ნათალიც შეიძლება. ორი კვირის შემდეგ, მეორე განყოფილებაში ჩავყარე მიწა, რადგან პირველში რომ უთავდებათ საკვები ნეშომპალა, ჭიები მეორე განყოფილებაში გადმოდიან _ ყუთებს შორის, გამყოფებში გაკეთებულია ხვრელები, 10 სმ დიამეტრით. კიდევ ორი კვირის შემდეგ, გადავა მომდევნო ნაწილში. თავიდან მიწას არ ვყრი ყველა ყუთში, თანდათან ვავსებ. აქა-იქ რჩება ზარმაცი ჭიები, რომლებიც უნდა ამოვიყვანოთ და გადავსვათ მომდევნო ყუთში, იმის მიხედვით, როდის დაამთავრებენ ჭიები მუშაობას. მომდევნო ყუთს ვავსებთ მიწით და სველი ნეშომპალათი, როგორც პირველ შემთხვევაში. 2-3 კვირაში დასრულდება ეს ყველაფერი და ბოლოს, გავათავისუფლებთ ყველა ყუთს. მიღებული მასა არის სწორედ ესოდენ საჭირო ჰუმუსი, რომელსაც ასე მოკლე დროში გვიმზადებენ ჭიაყელები.

_ რა არის მთავარი, რომ მუშაობა ეფექტური და პროდუქტიული იყოს?

_ აუცილებელი პირობებია, სითბო _ 20 გრადუსი და ტენიანობა _ 85%! ეს უნდა იქნეს კარგად დაცული! ჭიაყელაც ბევრი უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი შეჭამოს. ყუთები სიბნელეში უნდა გვქონდეს მოთავსებული, იქ, სადაც მზის სხივი არ აღწევს. საერთოდ, მსოფლიო პრაქტიკაში 1 კვ. მ-ზე, 60 სმ სიმაღლის მიწაში, 25 000 ჭიაყელა უნდა იყოს. აი, მაშინ არის მიწა კარგი. სასუქი კლავს ჭიაყელას, ასევე სპობს ცეცხლის წაკიდებაც, საერთოდ, მიწაში სიცოცხლე კვდება აზოტითა და ცეცხლის დანთებით. ფოთლების დაწვა არ შეიძლება! ეს უნდა შეიგნოს მოსახლეობამ. ეს თუ ყველამ იცის, მაშინ გაიხედეთ გაზაფხულზე, რა ხდება კარმიდამოებში. აი, ამ საშინელებისგან უნდა დავიცვათ თქვენთვის და ჩვენთვის ასე საყვარელი კარ-მიდამო და მერე ვიფუსფუსოთ შიგ. წელს სერიოზულად ვაპირებ ჭიების ფერმის გაკეთებას და სიმართლე გითხრათ, ვოცნებობ, ძალიან კარგი შედეგი მივიღო.

_ ჭიაყელას ჰუმუსი რა რაოდენობით უნდა გქონდეს, რომ ერთ ოჯახს მთლიანად ეყოს საკუთარ სამეურნეო საქმეში?

_ ეს ჩემი პრაქტიკაა _ 1 კვმ მიწას გასანოყიერებლად ჰყოფნის 1 ლიტრიანი ქილა ჰუმუსი. ეს უნდა მოვაყაროთ. მარტივად ასე გადავიანგარიშებთ, რამდენი კვმ ფართობიც გაქვთ, იმდენი ლიტრი მასა უნდა მოვაყაროთ წლის განმავლობაში.

_ სიმინდისთვის შეიძლება გამოვიყენოთ?

_ დიახ, ბრწყინვალეა. ჩვენთან, ჯერჯერობით, აზოტით წამლავენ ამ მცენარეს. ევროპაში სპეციალური მანქანებით ყრიან ფართობებში. წარმოიდგინეთ, ჩვენთან როგორც მარილს ყრიან გზებზე, ისე აყრიან ჰუმუსს ყანებში.

_ სამყოფად რომ მივცეთ სიმინდის ყანას, შეიძლება აზოტის ყიდვას ავცდეთ?

_ რა თქმა უნდა. საქართველო თუ ამ გზით წავა, რა სჯობს? ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს გავაკეთოთ _ ყველაფერი გაგვაჩნია საამისოდ. სასუქს თუ ნაკლებად გამოვიყენებთ, ამაზე კარგი რა არის? კონკურენტული თუ გინდა გახდე, ხარისხიანი პროდუქცია უნდა გქონდეს. ათას პესტიციდებს ხმარობენ და ჩვენი მიწები გამოფიტულიაო, ამბობენ. აბა როგორ იქნება _ იმდენი სასუქი შეჰქონდათ და ახლაც შეაქვთ. ჭიაყელას გარდაქმნილი ნივთიერება მცენარეს ღმერთმა დაუწესა, იგი აუცილებელია ნიადაგის მოსამზადებლად, რადგან ადვილად ასათვისებელი გახდეს ადამიანისთვის.

ყველაზე კარგ საჭმელად ჭიაყელასთვის ითვლება ორი წილი ნაკელი და ერთი წილი მწვანე მასა, რომელსაც ერთმანეთში ურევენ. ერთ დღეს ხდება ფერმენტირება, რის დროსაც ხდება ტემპერატურის აწევა 70 გრადუსამდე. ამ დროს ყველანაირი მიკრობი კვდება აღნიშნულ მასაში. საერთოდ, მრავალნაირი მეთოდი არსებობს ჭიაყელას ჰუმუსის მისაღებად, თუმცა, ყველა ერთმანეთს ჰგავს და ყველაზე პრაქტიკული და ეკონომიური რომელიც იქნება, იმის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. რაც მთავარია, ეს არის შესანიშნავი საშუალება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მისაღებად.

_ თქვენთვის თუ არის ცნობილი, რა ღირს ასეთი ჰუმუსი ევროპის ქვეყნებში?

_ 1 კბმ (ასე ყიდიან, ძირითადად) 150 ევრო ღირს. დაფასოებულიც იყიდება.

_ ერთი აბსტრაქტული კითხვაც _ ჭიაყელას რომ შუქი არ უყვარს?

_ დიახ, ამიტომაც სჭირდება სიბნელე და ტენი მის საამქროს. თუმცა, ზოგი ლიტერატურა იმასაც ამბობს, რომ შუქზე უნდა დასვა და თანდათან ჩავა მიწაში.

_ მსოფლიოში როგორი პრაქტიკა აქვთ ამ მხრივ?

_ დიდია ასეთი პრაქტიკა მექსიკაში, ტაილანდში, ინდოეთში, ვიეტნამში, რუსეთში, უკრაინაში. ამ ქვეყნებში შექმნილია ჭიაყელას უზარმაზარი ფერმები. ჭიაყელა ცალკე იყიდება და სასუქი _ ცალკე. უხვად გამოიყენებენ მეთევზეობაში, მექათმეობაში, მეღორეობაში. აგრეთვე, ჭიაყელების აბებს აკეთებენ კულტურისტებისთვის _ ეს აბები კუნთებს ზრდის, თურმე.

_ ბატონო კოტე, თქვენ ხართ “პირველი მერცხალი” ამ საქმეში საქართველოში, მართალია ჯერ დამწყები, მაგრამ _ თავდაჯერებული. თქვენს გამოცდილებას მომავალში სხვებს გაუზიარებთ?

_ ვისაც სურს სწავლა, ყველას ვასწავლი. ორმა ფერმერმა _ ამერიკელმა და ავსტრიელმა, მთელი ტექნოლოგიები გამომიგზავნა. სრულიად საქართველოს რომ ასწავლო, გგონიათ, ბევრი გააკეთებს? ნეტა, ისე მოხდეს, რომ ყველა დაინტერესდეს.

_ რა არის თქვენი საბოლოო მიზანი, ამ საქმით დიდ ბიზნესში თუ აპირებთ შებიჯებას და რას ურჩევთ აღნიშნული საქმიანობის საწყის ეტაპზე დაინტერესებულ ფერმერს, ზოგადად, ჩვენს მკითხველს?

_ ბევრი კარგი მიზანი მაქვს, მათ შორის, წარმატებულ ბიზნესში ფეხის შედგმასაც ვაპირებ. ფერმერებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ ჭიაყელების მინი-საამქროს გაკეთებას მაინც, ერთ რამეს ვურჩევდი: გააკეთონ მიწის ამაღლებული კვლები. ამას ქართულად ბაზო ჰქვია. თურმე, ასეთ ბაზოებს კოლხი მედეაც აკეთებდა და სამკურნალო მცენარეები მოჰყავდა. ღია გრუნტში ავამაღლოთ ერთი სიგრძივი კვალი. მცენარის ფესვი მიწაში როცა ღრმად ჩადის, იქედან მხოლოდ წყალი ამოაქვს. ამაღლებული ფენა თავისთავად ჰუმუსოვანი ფენაა. მის გვერდით, ბარის პირით კიდევ ავიღოთ სხვა ჰუმუსოვანი ფენა, ანუ ნიადაგის ზედაპირის ნაწილი და ამაღლებულ კვალს კვლავ დავამატოთ. კვალის გასწვრივ კეთდება ჩადაბლებული ადგილი, რაშიც წვიმის დროს წყალიც მოგროვდება და კვალს წაადგება. ასევე, კვალის გასწვრივ შეიძლება დავყარო თივის, ნამჯის თუ სხვადასხვა მწვანე მასის ნარჩენები. ბაზოში ჭიაყელები გაცილებით ბევრიც იქნება და აქტიურადაც იმუშავებენ. კვალზე დათესილი თუ დარგული მცენარე ბევრად საღი, მოსავლიანი და იმუნიტეტის მქონე იქნება.

რაც შეეხება “ჭიების საამქროს”, ყუთში ჩასმის პრინციპით, ჩემს ოჯახშიც დავიწყეთ მისი გაკეთება. დიდია ინტერესი, რა მოხდება 1-2 თვეში. ამ თემას ჩვენ, ალბათ, არა ერთხელ მივუბრუნდებით.

გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

უფუნქციო თვითმმართველობა

ვინ უხელმძღვანელებს "ქართული ოცნების" ოფისებს გურიაში

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს

10:25; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით “მარიხუანა” ამოიღო-დაკავებულია 1 პირი

10:17; 28.12.2025
მსოფლიო

ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

10:14; 28.12.2025
მსოფლიო

უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

9:56; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო