ესპანეთის საშობაო ლატარიაში წელს რეკორდული 2,2 მილიარდი ევროს გათამაშება მოხდება. საშობაო ლატარია „EL GORDO“ 1812 წლიდან არსებობს და ის ესპანელებისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მასში მონაწილეობას მოსახლეობის 80% მეტი იღებს. გათამაშებისთვის სულ 160 მილიონი ბილეთი გაიყიდა. გათამაშება მადრიდის სამეფო თეატრში იმართება და მისი ტრანსლაცია ქვეყნის მთავარი ტელეარხებით ხორციელდება.
გათამაშებაში რამდენიმე მილიონი პრიზი თამაშდება, მათ შორის ყველაზე მაქსიმალური პრიზი ამჯერად 435 ათასი ევრო იქნება.
ესპანური საშობაო ლატარია მსოფლიოში მოქმედი მეორე უძველესი ლატარიაა. მისი გათამაშება ესპანეთში 1936-1939 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროსაც არ შეწყვეტილა.
ესპანელები ტრადიციულად მათთვის მნიშვნელოვანი თარიღების შემცველი რიცხვების ლატარიის ბილეთებს ყიდულობენ. მაგალითად, 2006 წელს პოპულარული იყო რიცხვების რიგი -2210, თარიღი, როცა ფერნანდო ალონსო ზედიზედ მეორედ „ფორმულა 1“-ის გამარჯვებული გახდა.
































































