პრეზიდენტის განკარგულებით მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა. განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, იგივე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცებამდე დაეკისრა .
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს, პრეზიდენტი კი შვიდი დღის ვადაში მთავრობის ახალ მეთაურს პარლამენტს დასამტკიცებლად წაუყენებს.
" პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის იგივე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება დააკისრა ახალი შემადგენლობის შექმნამდე. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და შვიდი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად,"– განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.




































































