რამდენიმე დღის წინ ქალაქ ლონდონის ერთ-ერთ საქველმოქმედო აუქციონზე, ლეგენდარული ბრიტანელი პოლიტიკოსის, დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის, "რკინის ლედად" წოდებული – მარგარეტ ტეტჩერის ცნობილი შავი ჩანთა 25 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.
"ასპრეის" ფირმის ტყავის შავი ჩანთა ტეტჩერის განუყრელი აქსესუარი იყო რონალდ რეიგანთან და მიხაილ გორბაჩოვთან შეხვედრების დროს.
პრემიერის კოლეგები ხშირად, ჩანთას ხუმრობით ტეტჩერის "საიდუმლო იარაღს" უწოდებდნენ.
საინტერესოა რომ მიღებული თანხა მთლიანად ბრიტანელი სამხედრო ვეტერანების დახმარების ფონდში გადაირიცხა.






































































