თითოეული კითხვის გასწვრივ დაწერეთ _ “კი” ან “არა
_ დღეში 3-ჯერ ჭამთ?
_ ნოყიერია თქვენი საუზმე?
_ ჭამთ საუზმეზე ფაფებს და/ან პურს?
_ დღეში 3-ჯერ ჭამთ რძის პროდუქტებს (ყველის ჩათვლით)?
_ ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?
_ ჭამთ დღეში თუნდაც ერთ ცალ ახალ ხილს?
_ კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც ჭამთ ხორცს?
_ ჭამთ კვირაში ორჯერ მაინც თევზს?
_ ყოველდღე ჭამთ მოხარშულ ან მოშუშულ ბოსტნეულს?
_ ვახშმად ან სადილად ყოველდღე ჭამთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს (ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მანანის ბურღული, მშრალი ხილი)?
_ საჭმლის მოსამზადებლად იყენებთ მინიმუმ ორი სახის მცენარეული ზეთს?
_ იყენებთ ზეითუნის ზეთს?
_ ჭამთ დღეში თუნდაც 10 გრ. ნაღების კარაქს?
_ ზღუდავთ მარილის გამოყენებას?
_ ზღუდავთ შაქრის გამოყენებას?
_ სვამთ დღეში 1,5 ლიტრ სითხეს?
_ სვამთ ყოველდღე 100-150 გრ. კარგ ღვინოს?
_ ცდილობთ, არ გადააჭარბოთ ალკოჰოლის მიღების დღიურ ნორმას?
_ უკრძალავთ საკუთარ თავს მაგარი სასმელების (კონიაკი, ვისკი, ჯინი, არაყი) მიღებას?
_ ყურადღებით ეცნობით ნაყიდი კვების პროდუქტების შემადგენლობას?
_ ცდილობთ, შეიძინოთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტები?
შედეგი
6 და ნაკლები დადებითი პასუხი _ დროა, სერიოზულად დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ იკვებებით.
10-12 დადებითი პასუხი _ თქვენი ჩვევები კვების საკითხში გადასახედია.
15-ზე მეტი დადებითი პასუხი _ ძალიან კარგია, ოღონდ ცოტაც მოინდომეთ და ყველაფერი საუკეთესოდ იქნება.
20-21 დადებითი პასუხი _ თქვენ ყველა შანსი გაქვთ დაესწროთ საკუთარ საუკუნოვან იუბილეს!