დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ადგილობრივ ექიმებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ქალაქის მერის ინიციატივით, კლინიკა "მედალფა"-ს 8 თანამშრომელი, მათ შორის ექთნები და სანიტრებიც დაჯილდოვდნენ.
"თქვენ ერთ-ერთი ურთულესი და საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანები ბრძანდებით. ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი, რადგან თითოეული ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. ეს უზარმაზარ ენერგიასა და ცოდნას საჭიროებს. ნამდვილად გამორჩეული ადამიანები ხართ და ხშირად ბეწვის ხიდზე გავლა გიწევთ. მინდა ქალაქში ტრადიციად იქცეს მედიკოსთა პროფესიული დღის აღნიშვნა. თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ" – განაცხადა ქალაქის მერმა.
(R)

































































