მილანში გამონაბოლქვთან ბრძოლის მიზნით ავტომობილების მოძრაობა სამი დღით აიკრძალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით აკრძალვა ძალაში ორშაბათიდან შევა.
მილანის მერმა ჟულიანო პისაპიამ მძღოლებს მოუწოდა სამ დღიან აკრძალვას დაემორჩილონ.
"ამ დღეებში ჩვენ აკრძალვის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნებით,"_განაცხადა ჟულიანო პისაპიამ.
როგორც ცნობილია, მილანი 2008 წელს ევროპის ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად დაასახელეს და დღემდე ასე რჩება.
მაუწყებლის ცნობით, ქალაქის მთავრობამ მოძრაობის აკრძალვა 2007 წელსაც სცადა.
მილანის გარდა, ავტომობილებით მოძრაობა რომშიც რამდენჯერმე აიკრძალა.






































































