საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე ელოდებიან. .
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ღარიბაშვილი სხდომას პარტიის თავმჯდომარის რანგში აუცილებლად დაესწრება და არ არის გამორიცხული, სწორედ მან წარადგინოს მომავალი პრემიერის კანდიდატურა.
გვითხრეს ისიც, რომ ამ პოსტზე უკვე გადაწყვეტილია საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დასახელება.
ამ დრომდე უცნობია ღარიბაშვილის სამომავლო გეგმები. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ყოფილი პრემიერი რამდენიმე თვიან პოლიტიკურ ტაიმ-აუტს აიღებს და ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატებს ხვალ ოფიციალურად შეატყობინებს.

































































