საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, შეწყალებულთაგან 18 ქალი და 3 არასრულწლოვანია.
მისივე თქმით, დღესვე საპატიმროებს დატოვებს 172 მსჯავრდებული, აქედან, 11 ქალი, 2 არასრულწლოვანია.
რაც შეეხება 66 მსჯავრდებულს, ქორიძის თქმით, ისინი დარჩებიან საპატიმროში და შეუმცირდებათ დარჩენილი სასჯელი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სულ კომისიამ 1452 საქმე განიხილა.