ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასასრულს ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ ლეიბორისტული პარტიის დეპუტატის ნათია შარაშენიძის მისამართით გააკეთა განვცხადება.
"ეს არის ჩემი მისამართით აკვიატებული დამოკიდებულება, თითქოს მერი დეპუტატს სანიშნე ფურცლებს ესვრის. ეს ქალბატონი წლის განმავლობაში ბევრ ცრუ ინფორმაციას მივრცელებდა, რომელთაგან არცერთი არ დადასტურდა. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო საკრებულოს შესაბამის კომისიას, შეისწავლონ რა მოხდა სინამდვილეში ბიუროს სხდომაზე, რომელიც 3 დღის წინ გაიმართა და დაგინდეს სიმართლე."- თქვა ბეგლარ სიორიძემ
ასევე მან მიმართა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეს შალვა ნათელაშვილს და განაცხადა, რომ მანამდე არაფერი არ ეტკინოს, ვიდრე ქალაქ ოზურგეთის მერია და კორუპცია ერთმანეთთან რაიმე კავშირში იქნება.