საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც თანამდებობა 23 დეკემბერს დატოვა, ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის 31 დეკემბერს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, ღარიბაშვილის საკუთრებაში 3 ბინა, ორი არასაცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხია.
კერძოდ, თბილისში, გაგარინის ქუჩა მდებარე 121.80 კვ.მ-ის და მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინების (170.00 კვ.მ და 159.00 კვ.მ) 100%-იანი მფლობელი ირაკლი ღარიბაშვილია. მის საკუთრებაშია ასევე, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე 38.00 კვ.მ-ისა და 11.00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართები და გაგარინის ქუჩაზე მდებარე 16.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მას მხოლოდ 51 000.00 ლარის შემოსავალი მიუღია.
დეკლარაციის შევსების მომენტში კი, მის საბანკო ანგარიშზე ბანკ "ქართუში" 3534.55 დოლარი და 3599.50 ევრო იყო; ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე კი, 33.99 ლარი. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს ნაღდი ფულის სახით 10 000 ლარი ჰქონდა.
ხოლო მისი მეუღლის, ნუნუ თამაზაშვილის ანგარიშზე ბანკ "ქართუში" 0.33 ევრო, თი-ბი-სი-ში კი, 45.26 ლარი ირიცხებოდა.
ყოფილი პრემიერის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 19 დეკემბერს მის საკუთრებაში არსებული მსუბუქი ავტომობილი მამას აჩუქა, რომლის ღირებულებაც 9000.00 დოლარი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი მდგომარეობა 2012-2014 წლებთან შედარებით არაფრით შეცვლილა, პირიქით, გაუარესდა კიდეც.
2012 წლის ქონებრივი დელარაციის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის შემოსავალი 150 000 ლარი იყო; 2013 წელს – 154 605.19 ლარი, ხოლო 2014 წელს, მისმა შემოსავალმა 83 815.67 ლარი შეადგინა.
ბოლო წლების განმავლობაში, ირაკლი ღარიბაშვილს ყველაზე ცოტა შემოსავალი 2015 წელს აქვს მიღებული – 51 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან იყო.
მანამდე მას საქართველოს შს მინისტრის თანამდებობა ეჭირა (25/10/2012 – 17/11/2013წ);
2012 წლის 15 თებერვიდან იყო პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო-ს" დამფუძნებელი/წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;2009-202 წლებში შპს (ლეიბლი) "ქართული ოცნების" დირექტორი;
12/2007 – 14/02/2012 წწ. – ს.ს. "ბანკი ქართუ-ს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
08/2006 წ. – საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
12/2005 – 14/02/2012 წწ. – საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ-ს" გამგეობის თავმჯდომარე – გენერალური დირექტორი;
10/2005 – 01/11/2008 წწ. – სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე.