სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის ვახტანგ ქირიას ახლობლები მის მკვლელობას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით ვახტანგ ქირია ე.წ. "კასრების საქმის" გამოძიებაზე მუშაობდა. მისი კოლეგების თქმით, სამეგრელოში, კასრებში აღმოჩენილი წამების კადრების საქმის ძიება თითქმის დასრულებული იყო:
ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ პროკურატურაში. მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის თქმით, პროკურატურა მოგვიანებით გაავრცელებს განცხადებას:
_ ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია. მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას, სადაც ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სუხიაშვილმა.
შეგახსნებეთ, რომ ვახტანგ ქირიას ცხედარი გუშინ, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე #35-ე სკოლასთან მდებარე კორპუსის პირველ სართულზე იპოვეს.
ქირიას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.