გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    გენდერული თანასწორობის საბჭო უქმდება, რა იქმნება ჩოხატაურში და რა ფუნქცია ექნება – რას ამბობს მარინე ბერაძე

    “ხუთშაბათს მაქვს პროცესი; 99% ალბათ, დამიჭერენ“ _ ჯაფარიძე

    პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“

    სიახლე მათთვის, ვისაც კრედიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვს

    “როგორ გვენანები, ჩვენო საუკეთესოვ” _ “ჩოხატაურს კიდევ ერთი გამორჩეული ექიმი მოუკვდა”

    დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

    მოკლედ მოთხრობილი ისტორია საფრანგეთში გატანილი განძის შესახებ

    „სიფრთხილე“

    „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“

    1905 წელი გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

    “კატასტროფაა, რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი”- ლევან ბერძენიშვილი

    “ყველაფრით გამორჩეული, არავისმსგავსი თამთა…” _ ჩოხატაურელები თავიანთ უსაყვარლეს ექიმს ემშვიდობებიან

    ,,საფლავში ტრიალებენ ის ხევსურები, ამერიკის პრეზიდენტს წერილი რომ მიწერეს…” – ოქრუაშვილი

    „ამჯერად წერილობით გაუფრენია“ – გია ხუხაშვილი ტრამპისთვის კობახიძის მიერ გაგზავნილ წერილზე

    “ამიტომ აღარ მაქვს ქოცების ატანა” – ინგა გრიგოლია

  • 21-ს ქვევით

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

    ,,80 წელი ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციიდან”

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების სასწავლებელში მიღების უფლება შეუჩერა

    “პაკისტანი ვერ მიიღებს წყალს, რომელზეც ინდოეთს უფლებები აქვს”- ინდოეთის პრემიერი

    “მემორანდუმზე ხელი უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ უნდა მოაწეროს” _ მოსკოვის მოთხოვნა

    კაია კალასი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

    საფრანგეთი ამაზონის ჯუნგლებში მაღალი უსაფრთხოების ციხეს ააშენებს

    “ყველა მინიშნებით ლიკვიდირებულია”- ისრაელის თავდაცვა ჰამასის ლიდერზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოპერაცია “ტროლეიბუსი”

13:01; 17.01.2016
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსახიობები იმ პროფესიის წარმომადგენლები არიან რომლებიც საზოგადოების ცნობად სახეებს წარმოადგენენ. საქართველო პატარა ქვეყანაა და თანამემამულე აქტიორები ყურადღების დეფიციტს არასდროს უჩიოდნენ. ამის მიუხედავად ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ისინი არაერთ კურიოზულ მდგომარეობაში აღმოჩენილან.

დღევანდელ წერილში რამდენიმე ასეთ შემთხვევას გავიხსენებთ.

პოლიცია – მილიციასთან ურთიერთობა არავის უყვარს. ისტორიულად მიღებულია რომ წესრიგის დამცველ ორგანოებთან ახლო კონტაქტისგან თავი შორს უნდა დაიჭირო. ეს დაუწერელი კანონი მთელ მსოფლიოში მოქმედობს და საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს.

ჩვენი დღევანდელი სტატიის პირველი გმირი ბატონი კარლო საკანდელიძე გახლავთ, რომელსაც თავის დროზე ქალაქ ვანის მილიციასთან ახლო შეხება მოუხდა.

კარლო საკანდელიძე:

„დათა თუთაშხიას“ გადაღების შემდეგ ნახევარი საქართველო ნიკანდრო ქილიას მეძახდა. ერთხელ, ჯერ კიდევ „გაის“ დროს, ფილმთან დაკავშირებით რაღაც კულტურულ ღონისძიებაზე ვანში მიგვიწვიეს. მანქანებით გავემგზავრეთ. საქმე ისე იყო, რომ ფილმის პერსონაჟების ტანსაცმელებით უნდა გავსულიყავით და ნიკანდრო ქილიას პოლიციელის ფორმა მანქანაში მედო.

ვანის ცენტრალურ მოედანზე გავედი. ორი – სამი მოცლილი ინსპექტორი იდგა და არ ჩამისტვინეს? მაშინვე გავაჩერე მანქანა. არ გადმოვდივარ, ვიცი, რომ წესითა და რიგით თვითონ უნდა მოვიდნენ. ჯინაზე ისინიც არ მოდიან.

– შემოდი წრეში! – დამიძახა ერთმა.

– კარლო ვარ, საკანდელიძე, კარლო! – გავძახე რიხიანად.

– ჩემი უფროსიც რომ იყო, მაინც უნდა შემოხვიდე წრეში, – მაგათ, მოგეხსენებათ, თავიანთ უფროსზე დიდი უფროსი თუ ვინმეს ჰყავს, ვერ წარმოუდგენიათ.

მსახიობს რომ ვერ იცნობენ და ისიც ვანში, ამაზე დიდი საწყენი მსახიობისთვის არაფერია და მართლა არ გავბრაზდი?

ჩავრთე პირველი სიჩქარე და მოვუსვი. ცოდოს ვერ ვიტყვი, არ გამომკიდებიან.

ასე ორ – სამ საათში დამთავრდა ის ღონისძიება და ვბრუნდები უკან იმავე გზით. გახდა დამეზარა, ნიკანდროს ფორმით ვუზივარ საჭეს. ნომრები იცნეს და ისევ ჩამისტვინეს. გავჩერდი, გავაღე კარი და დინჯად გადმოვედი. გადმოვედი და წავედი ჯიქურ წრეში. ფორმამ თავისი გაიტანა, ამიღო სამივემ „ჩესტი“.

– ბოდიში, ბატონო ნიკანდრო, – თავი შეიფხანა ერთმა, – წეღან თქვენი მანქანა გავაჩერეთ, მარა საჭესთან ვიღაც უზრდელი აფერისტი იჯდა, ასე თქვა, კარლო ვარო.

– ჩემი მძღოლი იყო, – ვიცრუე წარბშეუხრელად.

– კიდევ ბოდიში, ბატონო ნიკანდრო (გაგებაში არ არიან, რომელ დროში ვცხოვრობთ), მიბრძანდით, თქვენ როგორ გაგაჩერებთ.

რომ მივბრუნდი მანქანისკენ, დაბალი ინსპექტორი ეკითხება მაღალს:

– რომელი ნიკანდრო იყო ბიჯო, მაგი? რაცხა არ მეცნობა.

– რომელი და ქილია, ქილია, შე უტვინო… მაღალი ანათლებს – „დათა თუთაშხიას“ არ ხარ ნაყურები?!

ვანში კიდევ ერთი კვირა დავრჩი, მაგრამ აღარავის ჩაუსტვენია.“

წინა საუკუნის 70-იან წლებში მსახიობი ნოდარ ხუციშვილი ბატონი თენგიზ ჩანტლაძის ერთ – ერთ სპექტაკლში მილიციონერი ჯამასპაშვილის როლს ასრულებდა. წესრიგის დამცველების უმეტესობას თეატრი უყვართ და მსახიობი ნოდარიც თბილისში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ ორგანოს თანამშრომელი ეგონათ და ადგილობრივი მილიციელები განსაკუთრებული მოწიწებით ექცეოდნენ.

ერთ ლამაზ თბილისურ საღამოს ნოდარ ხუციშვილს ერთი სახალისო ისტორია შეემთხვა, რომელსაც დღემდე დიდი სიამოვნებით იხსენებს.

ნოდარ ხუციშვილი:

„ბატონი თენგიზ ჩანტლაძის თეატრში ერთ – ერთ სპექტაკლში სტუდენტების ამყვან მილიციელს, ჯამასპიშვილს ვთამაშობდი. ამ როლის შემდეგ მთელი მაშინდელი მილიცია – პოლიცია ხელისგულზე მატარებდა, ზოგ მილიციელს მართლა მათი თანამშრომელი ვეგონე და ქუჩაში „ჩესტს“ მიღებდა.

ის პერიოდია და „დინამოს“ სტადიონის გვერდით მდებარე ჩემი ბინა აყრაში მოხვდა და გლდანში გადამასახლეს. ძველ უბანს ვერ შეველიე და სულ „დინამოზე“ ვქეიფობდი ჩვენს ბიჭებთან.

ერთ საღამოსაც რომ დავთვერი, ვიგრძენი, რომ გრავიტაციის კანონი ტყუილად არ დაუწერიათ და სახლმა უნდა მიმიზიდოს, გლდანში ვარ გასასვლელი. ბოლო ოცი კაპიკი მათხოვარს ვაჩუქე და დავრჩი შარვლისამარა. არ გინდა გლდანში წასვლა? მივიხედ – მოვიხედე და ეულად მდგარი ტროლეიბუსი დავინახე. რა უნდა მის მოპარვას? – გამიელვა თავში. მივუახლოვდი ტროლეიბუსს და „შტანგის“ მავთულზე მიერთება დავიწყე. ერთი „შტანგა“ მივარგე ძაბვის მავთულს, მეორეზე ვჩალიჩობ და – არ დამადგა მილიცია?

– სად მიგყავს ტროლეიბუსი? – მეკითხება ერთი მსუქანი მილიციელი.

– სახლში მივდივარ, გლდანში მივალ და დილას უკან მოგიყვანთ-მეთქი.

დამიჯერეს. შემკუჭეს მანქანაში და მიმაგელვეს პირველი მაისის განყოფილებაში.

– ჯამასპიშვილი ვარ, ჯამასპიშვილი! – ვყვირი, მაგრამ იმ ტლუებს გააგებინებ რამეს?

გადმომიყვანეს მანქანიდან, ერთმა მოხეულმა მილიციელმა დამავლო ზურგს ქვემოთ ქამარში ხელი და მამილო კარლო რომ ბურატინოს მიაფართხალებს, მიმათრევს კიბეებზე. იღბლად ქვემოთ ჩემი ნაცნობი „როზისკის“ უფროსი ჩამოდიოდა. საბედნიეროდ მიცნო.

– რა გინდა, ბიჭო, ნოდარა შენ აქ? – მეკითხება. ეს ტროლეიბუსს იპარავდაო, – ჩამიშვეს.

– რასო? – გადაირია კაცი, – თქვენ სიცხე გაქვთ, თქვე ჩემისებოო? ახლავე ჩასვით მანქანაში და მიიყვანეთ სახლშიო.

რაც მე ისინი ვაწვალეეე! აქეთ გაუხვიეთ, იქით გაუხვიეთ, იქით წადით, აქეთ წადით… მთელი თბილისი შემოვატარე, ბოლოს სახლში რომ მიმიყვანეს, მეხვეწებოდნენ, ერთი ლიტრი ბენზინი დაგვრჩა „ბაკშიო“, მიდი, დაიძინეო… შემეცოდნენ და თავისუფლები ხართ-მეთქი. არ იცნობენ ეგენი ჯამასპაშვილს!“

ჯონი ჯანჯალაშვილი მომღერალი გახლავთ. წესრიგის დამცველებთან ახლო ურთიერთობით არ გამოირჩევა, მაგრამ კალათბურთელებთან „ძმაკაცობით“ თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია.

ჯონი ჯანჯალაშვილი:

„გახსოვთ, ალბათ, როგორი ამბები ტრიალებდა ერთ დროს ნუგზარ ჯუღელის ანეკდოტურ გამოთქმებზე: „დერიუგინი ახტა, მაგრამ ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, დამხტარიყო“, იმ კალათბურთელ დერიუგინზე მოგახსენებთ, მართლაც ძალიან ტანმაღალი გახლდათ, განსაკუთრებით – ჩემთან შედარებით.

ვდგავართ ერთ დღეს ბიჭები ფილარმონიის წინ, იქვე შევამჩნიეთ დერიუგინი. აფიშას ათვალიერებს, ეტყობა ვიღაცას ელოდებოდა.

ამიტყდნენ ბიჭები, – მიდი, დერიუგინს წინ დაუდექიო.

– მომეშვით, რა, – ვიგერიებ, მაგრამ მოგეშვებიან.

– ჯონი, შენ თუ ახლა დერიუგინს ფეხებშუა გაუძვრები, რომელ რესტორანზეც თითს დაგვიდებ, იქ გაქეიფებთო.

– ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ჯანდაბას თქვენი თავი-მეთქი, – ოღონდ, როგორც კი მივუახლოვდები, „ბალკონიდან“ დაუძახეთ, რომ ამოიხედოს. გავარდნენ „ბალკონზე“.

– დერიუგინ! – დაუძახეს ზევიდან. ამან აიხედა. ვიხელთე დრო და გავუძვერი და გამოვუძვერი გაჩაჩხულ ფეხებში. ორმაგი ნაძლევი მოვიგე და ორი დღე მაქეიფეს.“

ბედნიერი ადამიანია მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი. სპორტსმენებთან და პოლიციელებთან ურთიერთობისას არაფერი ეშლება და ამ ხალხთანაც ნორმალური კონტაქტი გააჩნია. სამაგიეროდ საკუთარი შვილები ვერ ცნობენ და მათ გამო ერთხელ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა.

დიმიტრი ტატიშვილი:

„მეუღლემ დამირეკა, – ბავშვები შენ გამოიყვანე ბაღიდანო (ტყუპი გოგონები მყავს). მივედი ბაღში.

– ჩემი შვილები უნდა წავიყვანო სახლში, – ვუთხარი მასწავლებელს.

– ამოირჩიეთ, რომლებია, – ჩავვარდი საგონებელში.

– აი, ის ორი – დავადგი თვალი, ძალიან რომლებიც მომეწონა იმათ.

– თქვენია? – დაეჭვდა მასწავლებელი.

– საკუთარი, – არ გავიტეხე იხტიბარი.

– თქვენი მამააა? – შეეკითხა მასწავლებელი ბავშვებს.

– ალლლააა!! – იღრიალეს ბავშვებმა.

– თქვენი არაა! – არა! – გაკაპასდა მასწავლებელი.

მოკლედ, ჩემ ცოლს დაურეკეს და ძლივს გაგვატანეს ბავშვები. საქმე ის იყო, რომ როლში წვერი მქონდა და იმ დილით გავიპარსე. ასეც ხდება, ვერ მიცნეს შვილებმა.“

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

19:32; 24 მაისი, 2025
ზაფრანი

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

12:19; 24 მაისი, 2025
ზაფრანი

უნივერსალური დიეტა

11:02; 24 მაისი, 2025
ზაფრანი

გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

09:59; 24 მაისი, 2025
ზაფრანი

ბეკონის ჭამა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა

09:37; 24 მაისი, 2025

ნიკოტინის მოყვარული ფეხბურთის ვარსკვლავები

უსაინ ბოლტმა რიანა შეიყვარა

ყველა სიახლე

საზოგადოება

დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთში ბესიკ ნემსაძე იმღერებს

21:39; 24.05.2025
საზოგადოება

„შობადობის მაჩვენებლის ზრდა ათწლეულებშიც კი შეუძლებელია“ – რას ამბობს დემოგრაფი უარყოფით ბუნებრივ მატებაზე

19:51; 24.05.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც მომდევნო 4 თვე განსაკუთრებით წარმატებული იქნება

19:32; 24.05.2025
სპორტი

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

19:29; 24.05.2025
საზოგადოება

“ჯორჯიან მანაგანეზის” მესაკუთრეებმა და დაკავშირებულმა პირებმა “ოცნებას” ₾1 მილიონზე მეტი შესწირეს – SJC

19:20; 24.05.2025
ფეისბუქსტატუსები

“ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

18:35; 24.05.2025
პოლიტიკა

AMNESTY INTERNATIONAL: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების ყველა ფორმა

18:27; 24.05.2025
სამართალი

სუს-მა საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

17:08; 24.05.2025
პოლიტიკა

იტალიის სენატში რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც “ოცნების” წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს

16:50; 24.05.2025
კულტურა

ოზურგეთის ბიბლიოთეკაში გერმანიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს შეხვდნენ

16:28; 24.05.2025
პოლიტიკა

“თავის არეში დაზიანებები მიაყენა”- “ლელო – ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანს თავს დაესხნენ

16:04; 24.05.2025
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:00; 24.05.2025
სამართალი

მტკვარში ცხედარი იპოვეს

15:25; 24.05.2025
მთავარი

გენდერული თანასწორობის საბჭო უქმდება, რა იქმნება ჩოხატაურში და რა ფუნქცია ექნება – რას ამბობს მარინე ბერაძე

14:53; 24.05.2025
საზოგადოება

საქართველოში ერთ ადამიანზე თვიური შემოსავალი 590, ხოლო ხარჯი 540 ლარია – „საქსტატი”

13:45; 24.05.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტო ხიდისთავის პარკიდან

15:53; 22.05.2025
0

“ბარიო ღრუტა”- წარწერა ბოლო ზარის მაისურზე ჩოხატაურში

11:40; 20.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ის ისჯება იმის გამო რომ”- მიხეილ სააკაშვილი

18:35; 24.05.2025
0

“კატასტროფაა, რომ საქართველოში არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, პროკურორი, პოლიციელი”- ლევან ბერძენიშვილი

11:08; 23.05.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო