https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„გაზპრომი“ – პოლიტიკური სპეკულაციები თუ ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე

20:01; 19.01.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"პოლიტიკური სპეკულაციები" თუ ქვეყნისთვის წამგებიანი პოლიტიკა – საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებები კვლავ დავის საგნად რჩება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები, ქვეყანას აუცილებლად წაადგება, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ექსპერტების ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულება, საქართველოსთვის ყველაზე მომგებიანი პირობებით ახლა არის და მისი შეცვლა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება მომგებიანი.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ( აფბა) ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის შეფასებით, ბოლო პერიოდში "გაზპრომის" თემის ირგვლივ ხშირად ისმის პოლიტიკური სპეკულაციები, რაც "ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ძალების მხრიდან არსებული უსაფუძვლო კრიტიკა პოლიტიკური ქულების მოპოვებას ემსახურება".

გვიდიანი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათთან დაახლოებული ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რადიკალური განცხადებები, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის დათესვას ემსახურება.

"აფბას" ანალიტიკოსი ასახელებს იმ ფაქტებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ენერგოსექტორში და კონკრეტულად "გაზპრომის" შემთხვევაში რუსულ მხარესთან თანამშრომლობას ასახავს.

"რუსულ "გაზპრომთან" ურთიერთობები წლების მანძილზე არსებობდა და ეს ბუნებრივი პროცესია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე გადის და აღნიშნული მილსადენი, ქართული სახელმწიფოს საკუთრებაა. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა "გაზპრომთან", უფრო მეტიც 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულმა, როგორც ტრანზიტიდან, ისე დამატებითი მოცულობებიდან ბუნებრივი აირის მოცულობამ, მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 370 მილიონამდე დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია . გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადება იმის შესახებ, რომ "ფულს სუნი არ აქვს", იქნება ეს რუსული თუ სხვა წარმომავლობის. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ადამიანების კრიტიკული მიდგომები აღნიშნული თემის ირგვლივ არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი", _ აცხადებს "აფბას" ანალიტიკოსი.

თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას გვიდიანის მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები თუ ახალი ხელშეკრულების დადებით დასრულდება,  ეს ქვეყნისთვის ფინანსურად და ეკონომიურად წამგებიანი იქნება.

"რა თქმა უნდა, 20/30-ის  ექსპერტები და ისინი, რომლებიც  მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერენ, ცდილობენ, რომ კალაძეს, ივანიშვილს, კვირიკაშვილს და მთლიანად მთავრობას პასუხისმგებლობა ააცილონ, რაც შეიძლება მეტი ტყუილი და სისულელე ილაპარაკონ. ამით კი, ის მავნებლური პოლიტიკა გაამართლონ, რასაც   კალაძის მეთაურობით მთავრობა ეწევა.

ეს ხელშეკრულება ფინანსურად და ეკონომიურად წამგებიანია, გვერდზე რომ გადავდოთ პოლიტიკური საკითხი. საქართველოს სჭირდება გაზი და ამ გაზს ნატურით იღებს. თუმცა, ახლა კალაძე გვეუბნება, რომ ამ გაზის ნაცვლად ფულს ავიღებ, წავალ და  ისევ გაზს ვიყიდიო, ოღონდ რამდენ ფულსაც აიღებს იმ ფულით ნაკლებ გაზს იყიდის. გამოდის, რომ ქვეყანა წავაგებთ არა მარტო დღეს, არამედ ხვალაც პირობა რომ შეცვალოს "გაზპრომმა". ამიტომ ეს არის ის დიდი პრობლემა, რომელსაც ვერანაირი არგუმენტაციით, წარსულის, აწმყოს, ან მომავლის მოშველიებით,  ვერ გაამართლებენ", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება გვიდიანის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა "გაზპრომთან", ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, 1994 წელს დაიწყო და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომგებიანი პირობების გამო გააგრძელა.

"ეს ხელშეკრულება 1994 წელს ძალიან კარგი პირობებით არის დადებული. 10%, რასაც ჩვენ დღეს "გაზპრომიდან" ვიღებთ, საკმაოდ დაბალი საბაზრო ღირებულების ფასად გვეძლევა, 40 დოლარად. შემდგომში, 2000-იანი წლებიდან, როდესაც  გაიზარდა გაზის ფასი, "გაზპრომი" მუდმივად აყენებდა საკითხს, რომ გადაგვეხედა ამ ხელშეკრულებისთვის და გადავსულიყავით ნატურით ანაზღაურებიდან ფულად ანაზღაურებაზე. რუსეთი ამით ცდილობდა ჩვენთვის მომგებიანი პირობების თავის სასარგებლოდ შეცვლას, რასაც არ ვუთმობდით. ამით შევინარჩუნეთ მომგებიანი პირობები.

როგორც იცით, 2006 წლის ზამთარში, რუსებმა განზრახ აგვიფეთქეს გაზსადენი, დაგვტოვეს გაზის გარეშე და ქვეყანას ენერგეტიკული ბლოკადა გამოუცხადეს. უმძიმესი კრიზისი გადავიტანეთ, თუმცა აქედან ჯანსაღად გამოვედით. 2009 წელს, ძალიან კარგი პირობებით "სოკართან" ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ისე, რომ ჩვენ ე.წ. სოციალური ფასი გვაქვს გაზზე, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სამომხმარებლო შეღავათიანი ტარიფი გვქონდეს. თუკი ეს პირობები შეიცვლება, ფულს "გაზპრომიდან" ავიღებთ და უფრო ნაკლებ გაზს ვიყიდით ისევ, ასეთ შემთხვევაში, გაზის დამატებითი რეზერვების ისეთ ფასად შეძენა მოგვიწევს, რომ ამას მომხმარებელი თავის ჯიბეზე აუცილებლად იგრძნობს. თავი გავანებოთ იმას, რომ  "გაზპრომი" არასაიმედო და რისკიანი პარტნიორია", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

რაც შეეხება 2008 წლის საომარი მოქმედებების პირობებში რუსეთიდან მიღებულ ბუნებრივი აირის მოცულობებს, რომელმაც აფბას ანალიტიკოსის განცხადებით,  მთლიანი მოხმარების დაახლოებით 50% შეადგინა, ჭიაბერაშვილი სიცრუეს უწოდებს.

"ეს არის სიცრუე და  არსებობს გრაფიკი, სადაც პირდაპირაა მოცემული "სოკარიდან" და "გაზპრომიდან" მიღებული გაზის რაოდენობები".

"რაც ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, "სოკარის" მიერ მოწოდებული გაზის რაოდენობა 85-80%-ს არ ჩამოცდენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახლა, "გაზპრომთან" არსებული ხელშეკრულება მომგებიანია და რა გვრჯის, რომ ახალ პირობებს დავთანხმდეთ? ეს ან არაკომპეტენტურობის ან  შეგნებული მავნებლობის გამო ხდება", _ ამბობს ჭიაბერაშვილი.

კიდევ ერთი საკითხი, რაც "გაზპრომთან" ხელშეკრულების პირობების შეცვლამ შესაძლოა გამოიწვიოს, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაა. აფბას ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ  "გაზპრომის" გარდა რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემების შესაქმნელად. 

" აღსანიშნავია, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზსადენის გასხვისების საკითხი, რაც იქნებოდა კიდეც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების დამანგრეველი ნაბიჯი, ამასთან აღნიშნული გაზსადენის გასხვისებით მთლიანად რუსეთის ხელში აღმოჩნდებოდა სომხეთამდე არსებული ინფრასტრუქტურა და რუსეთის დომინანტურ პოზიციას რეგიონში მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, საბედნიეროდ ასეთი მავნებლური იდეა მაშინ დასავლეთის დიდი ძალისხმევის შედეგად "დაიბლოკა" და საქართველომ მილსადენის გაუსხვისებლობით შეინარჩუნა ენერგოუსაფრთხოებაზე ზემოქმედების ბერკეტი.

ასევე, როცა ენერგოუსაფრთხოებაზეა საუბარი უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთს სხვა საკმაოდ ბევრი ბერკეტი გააჩნია, იმისთვის, რომ  საქართველოს ენერგოსექტორში პრობლემები შექმნას. არავინ საუბრობს თუნდაც იმაზე, რომ საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული და ამ კუთხით მას საკმაოდ ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლია, გამომდინარე აქედან რუსეთის ფედერაციისთვის თვითმიზანი არ გახლავთ ის, რომ რამენაირად ბუნებრივი აირის ბაზარზე შემოვიდეს და შემდგომ ეცადოს ამ კუთხით პრობლემების შექმნას.

აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის ენგურჰესის მიყიდვაზე. მართალია, ენგურჰესი ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, "ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსულ "ინტერ რაოსთან” ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, ენგურჰესის ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ ენგურჰესი რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს "გაზპრომისთვის” ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებლად", _  განაცხადა ანდრია გვიდიანმა "გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუმცა, ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ინტერ რაოსთან" დადებულ ხელშეკრულება მავნებლურია, მაშინ გაასაჯაროოს საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ და კონკრეტული ციფრების დონეზე თქვას რას ვაგებთ.

"კატეგორიულად ვითხოვ, რომ კალაძემ გაასაჯაროოს და აუხსნას საზოგადოებას შიგნით რა მავნებლობაა. ხომ ჰყავს მას 20/30-ის ექსპერტები, რომლებიც ყველა მის ქმედებას  "აპრავებენ".  კონკრეტულად სად მიიღო საქართველომ ზიანი და რა არ მოსწონთ ამ ხელშეკრულებაში? ჩვენ როდესაც კალაძის ხელშეკრულებაზე ვლაპარაკობთ, კონკრეტულად ვამბობთ ზიანს სად მივიღებთ. მინიშნებით კი არ მინდა ლაპარაკი, კონკრეტულად აგვიხსნან ციფრების დონეზე. შემიძლია მე გითხრათ ეს ციფრები. მაგალითად, გაზი, რაც არის ეს 10% "გაზპრომიდან" მიღებული, მისი საბაზრო ფასი 40 მილიონია. რუსები გვთავაზობენ 19 მილიონს. 21 მილიონი გადასაყრელი გვაქვს? მით უმეტეს, რომ ხვალ შესაძლოა, რუსეთმა ფასი შეცვალოს. ასე ამოიღონ ციფრები დადონ და გველაპარაკონ", _ აღნიშნავს ჭიაბერაშვილი.

ამავე თემაზე:

იყო თუ არა წამგებიანი "ნაციონალების" მიერ ენერგეტიკაში დადებული ხელშეკრულებები

12 მიზეზი, თუ რატომ #NoToGazprom

როგორ იმოქმედებს რუსეთის წინადადება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე

"გაზპრომთან" მოლაპარაკება ეჭქვეშ დააყენებს ქვეყნის სუვერენიტეტს

რას ამბობდა კახა ბენდუქიძე საქართველოს გაზსადენის "გაზპრომისთვის" მიყიდვასთან დაკავშირებით (ვიდეო)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მსოფლიოს ინტერაქტიული რუკები 5000 წლის განმავლობაში

“ისლამური სახელმწიფო“ მებრძოლების ანაზღაურებას ორჯერ ამცირებს

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო