https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„2014 წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურს ამ დრომდე არ მაძლევენ“

1:01; 26.01.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოქალაქე დიანა ქართლელიშვილის ოჯახი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებსა და პროკურატურის მაღალჩინოსნებს მაქინაციურ გარიგებებში ადანაშაულებს და თავისი კუთვნილი 38 ათასი ლარის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმე იმაშია, რომ ქართლელიშვილის ოჯახმა 2014 წლის 22 სექტემბერს გურჯაანში მდებარე ღვინის კომპანია "ჰელიოს +"-ში 11-ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენი ჩააბარა, თუმცა ყურძნის საფასურიდან მხოლოდ 13 ათასი ლარი აქვთ აღებული, დანარჩენ თანხას, 27 112 ლარს, უკვე ერთ წელზე მეტი ითხოვდნენ. ამ დრომდე არც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა, ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული თანხა ქართლელიშვილების ოჯახს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, 2015 წლის 29 დეკემბერს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დიანა ქართლელიშვილის ოჯახის სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა და ღვინის კომპანიას 38 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, ქართლელიშვილები კუთვნილი თანხის მიღებას ისევ ვერ ახერხებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" ერთი სტატია უკვე გამოაქვეყნა – ღვინის ქარხანას, პროკურატურასა და სასამართლოს შორის "დაკარგული" 27 ათასი ლარი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ მოატყუეს ქართლელიშვილის ოჯახი კომპანიის წარმომადგენლებმა და შუამავალმა.

საქმე ისაა, რომ ქართლელიშვილის ყურძენი სწორედ შუამავლის, იოსებ ხუტიაშვილის სახელზე იყო გაფორმებული,  რისი თანხმობაც მას ქართლელიშვილებისგან არ ჰქონია. სწორედ ამის გამო, სასამართლომ ხუტიაშვილი საბუთების გაყალბებასა და თაღლითობისთვის დამნაშავედ სცნო, ქარხანას კი დარჩენილი თანხის ნაწილისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება დააკისრა.

თუმცა, ახლა ქართლელიშვილებს სხვა პრობლემა გაუჩნდათ. იმის გამო, რომ ქარხნის მეპატრონეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ აბარებენ, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ვერ ხერხდება.

ამასთანავე, მეორე მხარემ, იოსებ ხუტიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რაც პროცესს კიდევ უფრო აჭიანურებს.

ქართლელიშვილები კი მიიჩნევენ, რომ ამ ყველაფერს ხელს პროკურატურის მაღალჩინოსნები და მოსამართლეც უწყობს.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას დაზარალებული დიანა ქართლელიშვილი ამბობს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის დავით ნარიმანიშვილის და მოსამართლე ნანა ჩალათაშვილის ინტერესში შედის, რომ პროცესი რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურდეს. ქართლელიშვილი ეჭვობს, რომ მოსამართლეები პროკურორთან ერთად ქარხნის მეპატრონესთან გარიგებაში არიან შესულები და, სავარაუდოდ, ქრთამიც აიღეს. რის გამოც, ქართლელიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეთიკის კომისიას მიმართა. საქმეზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

"მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ არის გამოსული, კუთვნილ თანხას მაინც ვერ ვიღებ. საუბარია 38 225 ლარზე, რაც ქარხანას სასამართლომ ჩემს სასარგებლოდ დააკისრა. 29 დეკემბრის შემდეგ, სასამართლო ვერ ახერხებს მხარეებს გადაწყვეტილება ჩააბაროს, ეს კი პროცესს აჭიანურებს. რაც, ვფიქრობ, სასამართლოს თავმჯდომარის დავით ნარიმანიშვილის და მოსამართლე ნანა ჩალათაშვილის ინტერესში შედის. რადგან ისინი პროკურორთან ერთად ქარხნის მეპატრონე როზმან რუსიასთან გარიგებაში არიან შესულები და მათ ინტერესში არ არის მეორე მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება.

ვფიქრობ, როზმან რუსიას ეს თანხა უკვე გადახდილი აქვს პროკურორ სანდრო გიორგაშვილისთვის და მოსამართლისთვის. თუმცა, ვის რამდენი მისცა და როგორ გადანაწილდა ჩემთვის გადასახდელი თანხა არ ვიცი. თუ ქარხანას ამ თანხის გადახდა ხელახლა მოუხდება, რუსია აუცილებლად იტყვის სიმართლეს, რომ პროკურორი და მოსამართლე მასთან გარიგებაში იყვნენ შესულები. ამიტომ სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე თვითონვე ცდილობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება რუსიას არ ჩაბარდეს", _ აღნიშნავს ქართლელიშვილი.

მისივე თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილების ჩაბარებისას ბარიერები ხელოვნურად შექმნა.

"არ ვიცი, რატომ აგზავნის მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას სენაკში ჩასაბარებლად, სადაც ქარხანაა რეგისტრირებული? როცა რეალურად, ეს ქარხანა გურჯაანში მდებარეობს. ვფიქრობ, ეს მოსამართლის ინტერესებში შედის, რადგან იციან რომ იქ არავინ ჩაიბარებს. ამასთანავე, ეჭვის საფუძველს მიჩენს ისიც, რომ იოსებ ხუტიაშვილმა საქმის გაჭიანურების მიზნით, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის ნოემბერში, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რომლითაც ის სისიხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულეს. კერძოდ, საბუთების გაყალბებასა და თაღლითობაში. ხუტიაშვილი ამბობს, რომ კონვერტი, რომელიც მის რძალს ჩააბარეს, ცარიელი იყო. ეს ხომ აბსურდია. თუ კონვერტი 2015 წლის ნოემბერში ცარიელი ჩაბარდა, ახლა რატომ ითხოვს მის გასაჩივრებას? ან როგორ აპირებს დამტკიცებას რომ კონვერტი, რომელიც მას მიუვიდა (მის რძალს ჩაბარდა, ავტ.) ცარიელი იყო? ეს უბრალოდ არის დროის გაყვანა და  როგორც ჩანს, ცდილობენ, სასამართლო პროცესები  ერთი-ორი წელი კიდევ ატრიალონ. დღეს რომ ხუტიაშვილი თავისუფლად დადის გარეთ, ესეც პროკურორის და მოსამართლის ინტერესშია, მას ის გირაოც კი არ აქვს გადახდილი, რომელიც სასამართლომ დააკისრა (ქართლელიშვილის ამ ინფორმაციას თავად ხუტიაშვილიც ადასტურებს "გურია ნიუსთან" საუბრისას. იხ. სტატია, ავტ.). საქმეში დევს თავად ხუტიაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომ მან გააყალბა ქვითრები და ისე აბარებდა ყურძენს ქარხანას. ამ აღიარებითი ჩვენების საფუძველზეა გირაოთი გათავისუფლებული და სწორედ ამ ამ გირაოს სანაცვლოდ იყენებენ.

მე ეს საქმე მოგებული მაქვს, სასამართლო განაჩენი და გადაწყვეტილებაც უკვე ჩამბარდა.  რამდენიმე დღის წინ შევიტანე პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი, სადაც ყველა დოკუმენტაციაა თანდართული. ველოდები რეაგირებას", _ ამბობს ქართლელიშვილი.

როგორც დაზარალებული დიანა ქართლელიშვილი აღნიშნავს, საქმის კურსშია მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.

"საქმის კურსში ჯერ ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი იყო, ახლანდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც და პროკურატურის გენინსპექციაც. ასევე ვაცნობე პარლამენტის დეპუტატებს, სოფლის მეურნეობის  მინისტრ ოთარ დანელიას, ეროვნული ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელობას, ყოფილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. ფაქტიურად, უწყება  არ დარჩენილა, ვისთვისაც არ მეცნობებინოს. სწორედ ამის შემდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება სასამართლომ. პროცესები ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

მთავარ პროკურატურაშიც ძალიან კარგად იციან, რომ გურჯაანის პროკურორებმა ქრთამი აიღეს. თავიდან ქარხნის მეპატრონე როზმან რუსიამ კონტაქტი დაიწყო გურჯაანის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძესთან. მაისურაძის საშუალებით კი დაუკავშირდა  სანდრო გიორგაშვილს. წრეც აქედან შეიკრა. გიორგაშვილმა და მაისურაძემ კი მოსამართლეები და სასამართლოს თავმჯდომარეც ჩაითრიეს, საიდანაც ასე უხმაუროდ ვერ გამოვლენ.

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სახელებით და გვარებით ვამბობდი, ვინ იდგა ამ საქმის უკან, რეაგირება არ მომხდარა. შოთაძის გადასაწყვეტია ამ რეაგირებას მოახდენს თუ არა, ან სჭირდება კი ასეთი პროკურორები უწყებაში?! მადლობა გენინსპექციის პროკურორს ზურაბ ბენდელიანს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე ყოველდღიურ რეჟიმში რეკავდა საოლქო პროკურატურაში და ავალებდა მათ, რომ დროულად გამოსულიყო გადაწყვეტილება", _ აღნიშნავს ქართლელიშვილი და დასძენს, რომ საქმემ სამი მოსამართლე გამოიცვალა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ეჭვებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდა, რისი ინტერესიც მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდათ.  

"ჩემი განცხადების საფუძველზე, მოსამართლე ნანა ჩალათაშვილის წინააღმდეც უკვე მოკვლევა აქვს დაწყებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეთიკის კომისიას. საქმის კურსშია საბჭოს მდივანი ლევან მურუსიზეც, რომელიც კანონის ფარგლებში მუდმივად მეხმარებოდა", _ ამბობს ქართლელიშვილი.

"გურია ნიუსი" ეცადა დაკავშირებოდა საქმის პროკურორს სანდრო გიორგაშვილსა და გამომძიებელ ლევან მაისურაძეს, თუმცა, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. "გურია ნიუსი" მზად არის, დაკავშირების შემთხვევაში, მათი პოზიცია შემოგთავაზოთ.

რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მონაწილეს,  იოსებ ხუტიაშვილს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

"თუ შეიძლება მაგ საქმეზე ნუღარ დამირეკავთ", _ გვითხრა ხუტიაშვილმა.

სატელეფონო ზარებსა და სმს შეტყობინებებს არ პასუხობენ ქარხნის მეპატრონე როზმან რუსია და  ამავე ქარხნის ბუღალტერი მანანა ელიკაშვილი. ხოლო მიიღო თუ არა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ იოსებ ხუტიაშვილის საჩივარი და რა რეაგირება მოჰყვება მას სააპელაციო სასამართლოში, უცნობია.

("გურია ნიუსმა" გურჯაანის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა. ვითხოვეთ, ეცნობებინათ ჩვენთვის, მიიღო თუ არა იოსებ ხუტიაშვილის სარჩელი წარმოებაში ან გაასაჩივრა თუ არა როზმან რუსიამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 დეკელმბერს მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოს პასუხს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ავტ.)

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებისა და გასაჩივრების ვადები ჯერჯერობით ამოწურული არ არის.

იურისტი ლევან ალაფიშვილი  "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ კანონი გადაწყვეტილების მხარეების ჩაბარებისთვის და გასაჩივრებისთვის სპეციალურ ვადას ადგენს, რომლის გასვლის შემდეგაც, გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყება.

"ამ საქმეზე, სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის, რადგან მხარეებს არ ჩაბარებიათ. ამისთვის სპეციალური ვადები არსებობს. როდესაც გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდება, 2 კვირის ვადაში ასაჩივრებს მას, ან ეთანხმება. თუ არ გაასაჩივრებს, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან, 20-დან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ მხარე ვალდებულია, მივიდეს და ჩაიბაროს ეს გადაწყვეტილება სასამართლოში. თუ ამას არ გააკეთებს,  30-ე დღის გასვლის შემდგომ დაიწყება გასაჩივრების 2-კვირიანი ვადის ათვლა ავტომატურად. ამის გასვლის შემდგომ კი, მხარეს გასაჩივრების უფლებაც არ ექნება და სასამართლოს  გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

თუკი გაეგზავნა მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება და საფოსტო განყოფილებიდან ბრუნდება ის, რადგან მხარეს ვერ აბარებენ, როგორც წესი, სასამართლოების პრაქტიკაა, გადაწყვეტილება საჯაროდ გამოაცხადოს პრესაში  ან სასამართლოს ვებ-გვერდზე. გამოქვეყნებიდან  2 კვირაში, თუ მხარემ არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, ის კანონიერ ძალაში შევა.

ჩაბარების ეს ვადები და პროცედურები აითვლება თითოეული მონაწილის მიმართ. თუკი ორი მოპასუხეა ორივეს მიმართ უნდა იყოს ეს ვადები დაცული. თუმცა, თუკი  ერთმა გაასაჩივრა და მეორეს არ გაუსაჩივრებია ჯერ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლომ საქმე გააგზავნოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ან მას შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ერთმა მონაწილემ სააპელაციო  საჩივარი შეიტანა,  მაინც დაიტოვოს საქმე, დაელოდოს სხვა დანარჩენი მონაწილეების გასაჩივრების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ამის შემდგომ გააგზავნოს საქმე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში", _ აღნიშნავს ალაფიშვილი. 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"თითქმის ერთი მეტრი თოვლია და ტრაქტორს არც კი გამოუვლია"

ჩოხატაურში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება

ყველა სიახლე

საზოგადოება

“იცით ჩემი შვილის საფლავის ქვაზე რა სურათი მაქვს?”- მოკლული მასწავლებლის დედა

17:52; 8.01.2026
პოლიტიკა

“საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით სამინისტროში ცნობა არ შემოსულა”

17:29; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოს სახალხო არტისტი გაბრიელ მდინარაძე გარდაიცვალა

16:16; 8.01.2026
პოლიტიკა

სასამართლომ გიორგი გახარიასთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

15:53; 8.01.2026
საზოგადოება

“დაკაბებული ტანკერის შემადგენლობაში 6 საქართველოს მოქალაქეა, გარემოებებს ვაზუსტებთ”

15:45; 8.01.2026
პოლიტიკა

პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ ფაქტობრივად აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

15:26; 8.01.2026
პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის უსაფრთხოება ევროკავშირის უსაფრთხოებაა

14:48; 8.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

14:27; 8.01.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:38; 8.01.2026
მსოფლიო

ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

13:17; 8.01.2026
სამართალი

დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ გზაზე 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ვიდეო ადგილიდან

12:38; 8.01.2026
საზოგადოება

“თუ ვერ დავიტოვეთ 500 მლნ კუბური მეტრი გაზი არსებული ფასით, ტარიფები გაიზრდება”- ენერგეტიკოსი

12:20; 8.01.2026
საზოგადოება

GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის სტატისტიკას აქვეყნებს

11:49; 8.01.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

11:35; 8.01.2026
სამართალი

420 აბი ნარკოტიკული საშუალება ხელბარგში – აეროპორტში 1 პირი დააკავეს

10:49; 8.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო