ზომიერ ნაწილებად დაჭრილი კურდღლის ხორცი მოვშუშოთ კარგად. შემდეგ დავუმატოთ 2 ცალი დაჭრილი ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი. როცა კარგად მოიშუშება, დავუმატოთ კაიმაღი (ნაღები). ნაღები იმდენი უნდა დავუმატოთ, რომ საბოლოოდ წვენი არც თხელი იყოს და არც სქელი. დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში და ქინძი, მარილი გემოვნებით. ნაღების არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია, ცხიმიანი არაჟნის გამოყენება. სუფრაზე ცხლად მივიტანოთ.
რეცეპტი მოგვაწოდა ია ბერიძემ, ქობულეთი