კეცზე გამომცხვარი თხემლის ფოთოლში შეხვეული მჭადის ტრადიცია მარად ცოცხლობს "სიცოცხლის სამოსახლო"პატარა გურიაში. გურიის თითქმის ყველა სოფელში (აქ სოფელ ჭანიეთის სინამდვილეა დაფიქსირებული. ავტ) ხშირად და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში, ახლაც ტრადიციების სრული დაცვით აცხობენ კეცზე მჭადს თუ საშობაო ღვეზელს.
კეცი – თიხის ან ქვის ბრტყელი, მრგვალი, დაბალკიდიანი ჭურჭელი, რომელშიც აცხობენ მჭადს, პურს.
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი "ქვა" _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული ხელებით, ჯერ მარჯვენა ხელი ადევს მარცხენას, შემდეგ კი _ პირიქით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ფალანგებში მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითებით გამოსახულია წრე, დანარჩენი თითები მოხრილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრობა ერთმანეთის მიმართულებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
`