https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხმა ნასაკირალელ მიუსაფართა ჯურღმულებიდან

5:04; 12.04.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ლაზიკას აშენებს ჩვენი პატრონი?! აქაურობას შეხედეთ, ჩვენ შეგვხედეთ, რატომ არ ვითვლებით ადამიანებად? კაცები თურქეთში დავდივართ ჩაის საკრეფად, მონებივით გვექცევიან იქ. 20 თეთრის შესატყვისია 1 კილოგრამის ფასი. ესეც მხოლოდ ერთი თვით. მიწა მაინც გვქონდეს, ვიმუშავებდით! სამი წლის წინ მოიყვანეს შუქი, მაგრამ იმდენად დაბალია შუქი, ღამით სანთელს ვანთებთ, პური რომ დავინახოთ. ტელევიზორიც არ მუშაობს. ადგილობრივი არჩევნების წინ ჭა ამოიღეს, მაგრამ ორ თვეში ჩაიქცა და ახლა გაუქმებულია. რომელი ერთი გითხრათ? იქნებ, იცით, მონაზე უარეს ადამიანს რა ჰქვია? აი, ის ვართ ჩვენ! ცხრა მთას იქით წავალთ, ოღონდ სამუშაო იყოს,” _ ხელის ჩაქნევით საუბრობენ ჯურღმულად ქცეული კორპუსების მკვიდრნი.

მკითხველს რომ ჩვენი სტატიის სათაური გადამეტებულად არ მოეჩვენოს, თავიდანვე ვეტყვით _ ვინც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მეხუთე მიკრორაიონს ეწვევა და იქ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, უფრო სწორად ნანგრევებს, ნახავს, უკან მოუხედავად მოქუსლავს, რომ თავში “სინკარი” არ დაეცეს ან აქაურთა ყოფის შემხედვარეს, გული საგულეს დაურჩეს.

დაბა ნასაკირალის მეხუთე მიკრორაიონი ქალაქ ოზურგეთის ცენტრიდან 2 კილომეტრით არის დაშორებული. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონისა, აქ მცხოვრებთა ყოფა მხოლოდ ფილმებში ნანახს ჰგავს. ჯერ კიდევ ზეზეულად მდგარი საცხოვრებელი კორპუსების მობინადრეებს, ზემოდან ჭერი ენგრევათ და დაბლა იატაკი ეშლებათ. ჩამონგრეულ ფანჯრებზე გადმომჯდარი არა ერთი ბავშვი ცნობისმოყვარეობას ვერ მალავს _ უკვირთ ის, რატომ ვართ ჩვენ გაკვირვებული. მათ სხვა ყოფა არ უნახავთ და წართმეულ ბავშვობას ჩვეულებრივად აღიქვამენ.

როგორც ახალგაზრდა დედა შუშანა აბუსერიძე ქვითინით ყვება, მას, ოთხ შვილთან ერთად, ორ საწოლზე სძინავს ოთახში, სადაც სინესტის აუტანელი სუნია: _ სულ 150 ლარის ამარა ვართ, ეს თანხა ეძლევა ბავშვებს დახმარების სახით. ჩემს მეუღლეს თავის ქრონიკული ტკივილი აქვს. ახლა მაინც სამუშაოს საძებრად არის წასული, თუმცა, სადაა? შეგიძლიათ, სადმე სამუშაო მომაძებნინოთ? მიწა მაინც გვქონდეს, რაღაცას მოვიწევდით. ვართ ამ ჩამონგრეულ ოთახში, ბავშვებს პირში უცვივათ გაჯის ნაფლეთები, _ ამბობს ქალბატონი შუშანა.

ულამაზესი ვეფხია, ანა, დათო და ანრი მტირალ დედას უხმოდ შესცქერიან _ მათ ასაკი არ აძლევთ საშუალებას, ამ ყველაფერში გაერკვნენ.

ზაურ გიორგაძეს ექვსი შვილი ჰყავს. ისიც ჭერჩამონგრეულ ბინაში ცხოვრობს და იმას ნატრობს, მიწის პატარა ნაკვეთი მაინც ჰქონდეს, რომ მოსავალი მოიწიოს: _ მხოლოდ საბოსტნე ადგილი მაქვს. დახმარება იმიტომ არ დამინიშნეს, მობილური გაქვსო, რომელიც 20 ლარად ვიყიდე. ძროხა გყავსო, თურმე ეს პატარა ძროხა, მთელი ავლადიდება ყოფილა. სოროში და ჯურღმულში რომ ვცხოვრობთ, ეს რატომ არ გაიოცეს? გადაიღეთ, სად ვათევთ და აჩვენეთ მაგათ, ძაღლს არ შეაგდებს კაცი ასეთ სამყოფში. 15 ღერი შიფერი მოგვცეს გამგეობიდან და 30 ადგილზე დასახურია ეს კორპუსი. ხომ ვერ გვეტყვიან, როგორ ვამყოფინოთ? აგერ აწყვია ყველა, არსად წაგვიღია. არჩევნებზე ყველას ხმა უნდათ, შიფერი კი ორი კინკილა გეყოფათო. ასეთი ანგარიში იციან მაგათმა!

ნოდარ გორგაძე ამბობს, რომ ერთადერთი დამეწყრილი კაცია ამ მიკრორაიონში: _ მე ვარ დამეწყრილი და უბედური კაცი. 1989 წელს, როცა აჭარაში სტიქიური უბედურება მოხდა, აქ ჩამომასახლეს კომუნისტებმა. მას შემდეგ, ჩემთვის არაფერი შეცვლილა. ახლა აქაურთა საფიქრალი ლუკმის შოვნაა და ამისთვის თურქეთისკენ გვიჭირავს თვალი, ისიც სეზონურად. ვაი, რომ უკან იქედანაც ხშირად ხახამშრალს გვიშვებენ. ბევრი შემთხვევა იყო, ამუშავეს ხალხი და ანაზღაურება არ მისცეს, რადგან ჩვენები არალეგალურად არიან იქ და თუ იკადრეს, ვერც ვერაფერს ეტყვი. აქ კარგად მყოფს ვერავის ნახავთ, თუმცა, უმთავრესი პრობლემა ეს ამორტიზებული საცხოვრებელი კორპუსებია. აქ, ფული რომ გადაუხადო, ნორმალური ადამიანი მაშინაც არ გაათევს ღამეს. ახლა უპირველესი საქმე ამ კორპუსების დახურვაა, თუ ამ ათი ცალი შიფერიანად თავზე არ დაგვენგრა ყველაფერი. მთლიანად ამორტიზირებულია სამივე კორპუსი. ვინმეს ერთხელ რომ ნორმალურად შეეკეთებინა, ცამეტივე ოჯახი მოთავსდებოდა შიგ, მაგრამ ამას გულიანი და გეგმიანი კაცი სჭირდება.

ეთერ მურვანიძე ახლახან მომხდარ ამბავს იხსენებს, თუ როგორ გადმოვარდა მესამე სართულიდან ბეტონის ფილა: _ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან “სინკარი” გადმოვარდა და ბედად, იქვე მოთამაშე ბავშვებს აცდა. ღმერთს მადლობას ვწირავთ, საშინელება რომ არ მოხდა. ყოველი დღის გათენებას შიშით ვუყურებთ, როგორ დავიცვათ თავი და ვიშოვოთ პური. ჩვენთვის ცხოვრება ჯოჯოხეთია!

აქ მცხოვრები რუსი ეროვნების ქალბატონი რაისა სამოხინა ამბობს, რომ 1946 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და აქვე სურს, დაიკრძალოს:

_ შვილი რუსეთში გარდამეცვალა და იქ არის დაკრძალული. გოგონაც რუსეთში მყავს გათხოვილი. ჩემი ბაბუა და ქმარი აქ განისვენებს. მე სააკაშვილი არ მაგდებს საქართველოდან, პუტინი კი პენსიას მიგზავნის, რუსეთის მოქალაქეც ვარ, არავის ვემდური, _ ამბობს იგი.

აქაურების პრობლემაა საცხოვრებელი კორპუსების წინ მდებარე საძირკვლამდე ჩაშლილი ნანგრევები, რომელიც ქვეწარმავლების საბუდრად და კისრის მოსატეხადაა მოფანტული.

_ ამ ბეტონ-ღორღის გატანა ჩვენი ძალებით შეუძლებელია _ ტრაქტორი და თანხა სჭირდება. იქნებ, ამაში მაინც დაგვეხმარონ?! შუქი, სამი წლის წინ, რამაზ ნიკოლაიშვილის დახმარებით მოიყვანეს, მაგრამ ტრანსფორმატორი შორს დგას და ამიტომ დაბალი ძაბვაა. უსანათლოდ მაინც არ ვვარგივართ, ნემსში ძაფს ვერ ვუყრით, ესაა, კედელს არ დაეჯახო, იქნებ, თავით, _ ამბობენ იქაურები.

ნასაკირალის მეოთხე მიკრორაიონის ანალოგიურ კორპუსებში მცხოვრებთ, იგივე პრობლემები აწუხებთ, იმ განსხვავებით, რომ წყალი მუდამ აქვთ.

რევაზ და მერი გიორგაძეებს ხუთი შვილი ჰყავთ. მათგან ერთს, სკოლის მოსწავლეს მეცხრე კლასში სწავლა მიატოვებინეს: _ წიგნი ვერ ვუყიდე და ტანსაცმელი, ტყუილად რატომ იაროს? პრობლემებს რა დამილევს, რომელს გავუმკლავდე? შვილები თურქეთში დადიან ლუკმა-პურის ფულის საშოვნად, მაგრამ ეს არაფერს გვშველის, რადგან სეზონურ სამუშაოზე ბევრს ვერაფერს იღებენ. მაღაზიაში უკვე 500 ლარის ნისია მაქვს, რით გადავიხადო, არ ვიცი, _ ამბობს მერი გიორგაძე და თავს დაჩაგრულად მიიჩნევს იმის გამო, რომ სოციალური დახმარება ოთხ თვეში გაუუქმეს, _ რძალს თავისმა მამამ ტელევიზორი უყიდა და ისე გაიოცა სოციალურმა აგენტმა, თითქოს მსგავსი არაფერი ენახოს. სად ვცხოვრობთ, კი ხედავთ, გვაწვიმს, ცემენტი თუ აგური თავზე გვეშლება. ნეტა, ვის ეძლევა დახმარება, ჩვენზე უარესი ვინ ჯანდაბაა, ხომ ვერ გვეტყვით?

აღნიშნულ კორპუსში ორი _ ოთხი და შვიდსულიანი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსები აქაც იგივეს ამბობენ: _ სულ ათი ღერი შიფერი მოგვცეს და კორპუსის დახურვას აზრი არ ჰქონდა, საკმარისი არ იყო და წვიმის წყალს მაინც ვერ შევაკავებდით.

მიწისზედა ჯურღმულებში მკვიდრთ, როგორც თავის თავს უწოდებენ დაბა ნასაკირალის მეოთხე-მეხუთე მიკრორაიონების მცხოვრებლები, უპირველეს პრობლემად მაინც საცხოვრებელი კორპუსების კატასტროფული მდგომარეობა მიაჩნიათ. 14 ღატაკი ოჯახიდან, მხოლოდ ორს აქვს სოციალური დახმარება, ყველა უმუშევარია. დასძენენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, რადგან წინა არჩევნების დროს დანაპირებიდან არაფერი შეუსრულებიათ. 1940 წელს აშენებული კორპუსები მონაცვლეობით ინგრევა და ვიდრე ის დღე დამდგარა, როცა დიდ-პატარა ცოცხლად დავიმარხებით, ლაზიკის მშენებლობაში ხელი არ შეგეშალოთო, _ სარკასტული ირონია გამოგვაყოლეს გორგაძეემა, გიორგაძეებმა, მურვანიძეებმა. პატარა აბუსერიძეებმა კი ხელი დაგვიქნიეს და თითქოს შეგვახსენეს, რომ ამ გვარს თავისი ღირსეული სიტყვა აქვს ნათქვამი საქართველოს ისტორიაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სურგულაძე ოზურგეთელ პედაგოგებს შეხვდა

ნატო გიორგაძის თასი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ ზეგავლენას ახდენენ ქმრებზე ცოლები

10:19; 16.01.2026
ზაფრანი

რომელი ქვაა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის თილისმა

10:12; 16.01.2026
ზაფრანი

როგორ შეიქმნა ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 16.01.2026
სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16.01.2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა

10:00; 16.01.2026
საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო