კენიის ერსპუბლიკამ რიოში გასამართ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოლიმპიადის გამოტოვების მიზეზად ბრაზილიაში ზიკა ვირუსის ეპიდემია სახელდება.
როგორც ცნობილია, სამხრეთ ამერიკაში დაავადება დაბადების მძიმე დეფექტებს უკავშირდება, ხოლო ეპიდემიას მწერები ავრცელებენ.
გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვირუსი საზოგადოებისთვის გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, სიფრთხილის მიზნით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი ამერიკის ოლიმპიურ კომიტეტშიც განაცხადეს, ხოლო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტები ამბობენ, რომ თუ სპორტსმენები ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით ოლიმპიადაზე არ იასპარეზებენ, მათ მხარს დაუჭერენ.
ბრაზილიის ხელისუფლების განცხადებით, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს საფრთხე არ ემუქრებათ და ვირუსი მხოლოდ ორსული ქალებისთვისაა საზიანო.
როგორც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, მათ ორგანიზატორებთან უშუალო კონტაქტი აქვთ, ხოლო ოლიმპიური თამაშების გასამართ ობიექტებს ყოველდღიურად თამაშების დაწყებამდე და თამაშების დროსაც გააკონტროლებენ.





























































