(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ მანდარინსა და სიმინდს შორის მსგავსება გურულმა გლეხმა, თავისი სამეურნეო მუშაობის მამაპაპისეული ცხოვრების მანძილზე, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, კალანდის მოახლოების ჟამს “აღმოაჩინა” _ ამ ორივე კულტურის ნაყოფს მეტად სარფიანი ფასი აქვს, თუმცა, არა მომყვანისა თუ მომკრეფის სასარგებლოდ. ამ დღეებში ხარისხიანი 1 კილოგრამი მანდარინის ფასი, საშუალოდ, 1 ლარს აღწევს და მყიდველებზე უფრო, გადამყიდველები დაეძებენ. თუმცა, წლევანდელი გვალვის მიზეზით, სიმინდის მსგავსად, ძალიან მცირე მოსავლის გამო, მანდარინი გაუყიდველი ბევრს არავის შემორჩა და თუ აქვს, იმდენად მცირე, რომ შორს გასაყიდად ვერსად წაიღებს. ამიტომ იძულებულია, პირველივე მუშტარს მიჰყიდოს. ასე რომ, უახლოესი წლების გადასახედიდან, გლეხის ნაშრომს ერთხელ მიეცა ფასი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved