ილიაუნის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ „ქართული თეატრი 2015 წელს“ კვლევის შედეგების თანახმად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრი რამდენიმე ნომინაციაში ლიდერობს. კვლევების შედეგად, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო ხუთეულები გამოვლინდა.
ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობების 2015 წელს ხუთეულში მოხვდა ოზურგეთელი მსახიობი ვახტანგ ჩხარტიშვილი, 2015 წლის საუკეთესო ქორეოგრაფები – ამ ნომიაციაში მარინა ქვეითაია მოხვდა (სპექტაკლი „აურზაური არაფრის გამო“);
პრემიერების რაოდენობით გამორჩეული სახელმწიფო თეატრების ხუთეული რეგიონებში ოზურგეთის თეატრი მეოთხე ადგილს იკავებს – რუსთავის თეატრი (11), მესხეთის თეატრი (9), ბათუმის თეატრი (8), ოზურგეთის თეატრი (8), ზუგდიდის თეატრი (6). სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეულისახელმწიფო დრამატული თეატრების ხუთეული რეგიონებში კი ასე გამოიყურება: ქუთაისის და გორის თეატრი (18), მესხეთის თეატრის (17), ფოთის თეატრი (16), რუსთავის თეატრი (15), ოზურგეთის თეატრი (14).
ოზურგეთის თეატრი ასევე ხუთეულში მოხვდა ნომინაციაში – გასტროლები საქართველოში 2015 (საქართველოს სახელმწიფო თეატრების რეიტინგი) და სტაბილური რეპერტუარის ლიდერი თეატრები; ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სარეპერტუარო სპექტაკლების რეიტინგი რეგიონის დრამატულ თეატრებში 2015 წელს – ოზურგეთის თეატრში 30-ჯერ დაიდგა “ჯადოსნური ზღაპარი“.
კონკურსს 9 ადამიანისგან შემდგარი ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ირინა ღოღობერიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, მაკა ვასაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით ბუხრიკიძე, გიორგი ყაჯრიშვილი, გუბაზ მეგრელიძე, გურამ ბათიაშვილი.





































































