იშვიათი ალბინოსი კენგურუ ავსტრალიის მედიის ვარსკვლავი გახდა, მას შემდეგ, რაც ის სამხრეთ ავსტრალიაში აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ABC.NET.AU ავრცელებს.
უჩვეულო კენგურუს ფოტო როზმარი ფაეჰრმანმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა და მას უკვე 7 000 გაზიარება და 8 000 მოწონება აქვს.
როგორც ცნობილია, ალბინოს ცხოველებს ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, რის გამოც ადვილად მისასვლელ ადგილებში გამოჩენა მათ დაუცველს ხდის.






































































